კაცმა თქვა, მე მოვალ, როცა ქვეყანა დაიქცევა, მაგრამ როცა მოვიდა, ითქვა – ის მოვიდა, იმიტომ რომ ქვეყანა აშენდა,- ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლევან ბერძენიშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„ყოველთვის, როცა ითქმება, რომ მე მივდივარ და მოვალ მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანა დაიქცევა, ნათელი არის, რომ ასეთი რამ აუცილებლად მოხდება და მოხდა კიდევაც. უბრალოდ, ასე მოხდა, რომ კაცმა თქვა, მე მოვალ, როცა ქვეყანა დაიქცევა, მაგრამ როცა მოვიდა, ითქვა – ის მოვიდა, იმიტომ რომ ქვეყანა აშენდა. ეს ცოტა უცნაური არის, ლოგიკის საკითხია, მაგრამ „ქართულ ოცნებას” აქვს ძალიან დიდი ფუფუნება, მისი ამომრჩეველი ლოგიკურად ან არ, ან ვერ აზროვნებს. არასოდეს არავინ თავის თავს არანაირ კითხვას არ უსვამს, რატომ მოვიდა ეს კაცი, სადაა ქვეყნის დაქცევა, თუ სამჯერ გაიზარდა ეკონომიკა, თუ ავყვავდით. ფაქტია, რომ გაუჭირდა ხელისუფლებას და ეს ნაბიჯი არის, გაჭირვების ნაბიჯი”,- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.