ივანიშვილი ემზადება წასაგებად და მას განსაკუთრებული სიმძიმეების აკიდება საკუთარ თავზე, უბრალოდ, აღარ უღირს , – ამის შესახებ ნიკა გარამიამ დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში” ისაუბრა. სწორედ ამით ხსნის “მთავარი არხის” დამფუძნებელი იმ ფაქტს, რომ ოლიგარქმა პრემიერობა თავად არ ისურვა.
”ბიძინა ივანიშვილი ემზადება წასაგებად და მას განსაკუთრებული სიმძიმეების აკიდება საკუთარ თავზე, უბრალოდ, აღარ უღირს ანუ ის უშვებს, მე არ ვიძახი, რომ ბარგი აქვს ჩალაგებლი და მიდის, მაგრამ აცნობიერებს, რომ შეიძლება დამარცხდეს” – ამბობს ნიკა გვარამია.