საყვავისტყის მიტინგი – ვინ იყო ტემპერამენტიანი და სახელგანთმული ორატორი

ნიკო მარის აღწერით 1905 წლის 21 აგვისტოს სოფელ საყვავისტყეში გრანდიოზული მიტინგი გაიმართა. ხალხი ყველა სოფლიდან მოდიოდა, მაგრამ განსაკუთრებით ბევრი მომიტინგე ჩამოსული ყოფილა სურებიდან, ხევიდან, ჯვარცხმიდან, ჩოხატაურიდან და საჯავახოდან. ხალხი სოფლებიდან მარშით მარსეილოზას და გურული ხალხური სიმღერების თანხლებით მოდიოდა.
.
მარის აღწერით მიტინგს საზოგადოების ყველა ფენა ესწრებოდა, აქვე საუბრობს აზნაურზე, როგორც სახელგანთქმულ ტემპერამენტიან ორატორზე, რომელიც სავაუდოდ იმავე საყვავისტყეში დაბადებული აზნაური ბენია ჩხიკვიშვილი უნდა იყოს.
.
„ამჟამად მთელ ამ მოძრაობას მტკიცე ხელი მართავს. მის რიგებში არამარტო გლეხებია, არამედ აზნაურები. ერთი ასეთ აზნაური – სახელგანთქმული ტემპერამენტიანი ორატორია. მიტინგში მონაწილებას იღებდა ყველა წოდება გამონაკლისის გარეშე, მათ შორის მონაწილებდნენ სასულიერო პირებიც. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ განსხვავებულად მოაზროვნე აზნაურები ახლა უკვე თავს იწონებდნენ წითელი ტანსაცმელით, რათა თვალნათლივ დაედასტურებინათ მათი ლოიალურობა სოციალ-დემოკრატიისადმი.“
.
თავმოყრილ ხალხში მარავლად ყოფილან ახალგაზრდა გურული გოგონები, რამდენიმე მათგანს თეთრი ხელთათმანების კი ეკეთა და „თეთრი და შავი ქოლგები მრავლად ჩანდნენ ზაღვა ხალხის თავებს ზემოთ“.
.
აქვე მოყავს მიტინგიზე თქმული ორატორის სიტყვა – „ორატორმა გამოაცხდა, რომ რევოლუცია უკვე დაიწყო: „მართალია ჩვენ გურულები ვტკბებით მშვიდობით, ჩვენ თავისუფალი ვართ, ჩვენ როგორც თქვენ ხედავთ უკვე გვაქვს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რაც სხვაგან ხდება, სადაც სისხლის მდინარეებია და კიდევ უფრო მეტი დაიღვრება ორივე მხრიდან, ჩვენ არ შეიძლება გავითავისოთ ჩვენი ძმების ტანჯვა. საჭირო დროს ყველა ჩვენგანი როგორც ერთი დავიძვრებით, რათა მონაწილება მივიღოთ საერთო საქმეში და დაუნდობლად დავცხრილავთ ყველას ვინც წინ გადაგვიდგება.“ ამის თქმასთან ერთად ორატორმა ცაში რევოლვერიდან გაისროლა. რის პასუხადაც „მოწინავე რაზმის“ ასეული თოფისა და მათ შორის რევოლვერების ზალპი გაისმა.“
.
Проф. Н. Марръ. – Изъ гурійскихъ наблюденій и впечатлѣній (1905)
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ბიუსტი, ქანდაკება and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share