საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს მოუწოდებს, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს.
“მინდა დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებისკენ, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი. ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს. უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის: 2 თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება, რომლის დღის წესრიგში გათვალისიწინებულია პარლამენტი ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხი.
შეგახსენებთ: სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ოპოზიციონერი დეპუტატები საკუთარი გადაწყვეტილებით ითხოვენ და მანდატებზე უარის თქმით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შემდეგი დეპუტატები ითხოვენ: – თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, ლევან ბეჟაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, გიორგი გოდაბრელიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ნონა მამულაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ნიკა მაჭუტაძე, ნიკა მელია, აკაკი მინაშვილი, ტარიელ ნაკაიძე, შალვა ნათელაშვილი, კობა ნაყოფია, ანა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, კახა ოქრიაშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, გუბაზ სანიკიძე, სულხან სიბაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, დავით უსუფაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, ცეზარ ჩოჩელი, ლევან ხაბეიშვილი, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, ანა წითლიძე, დევი ჭანკოტაძე, დილარ ხაბულიანი, მამუკა ხაზარაძე, დავით ხაჯიშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელენე ხოშტარია, თემურ ჯანაშია, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერიდან 54-მა დაწერა. ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიას და გოჩა თედორაძეს მანდატი უკვე შეწვეტილი აქვთ.