რუსეთი პრეზიდენტ პუტინის მეთაურობით განვითარდება და გაძლიერდება, დასავლეთს ეს არ სურს და ამის გამო დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ლიდერს თავს ესხმიან – აცხადებს დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინი.
მისი თქმით, პუტინმა აჩვენა, რომ მას შეუძლია “ურთულესი პრობლემების გადაჭრა“.
„ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ პუტინმა შექმნა ღიაობის, კონკურენტუნარიანობის, კონკურენციის ატმოსფერო, ეს არის ჩვენი პოლიტიკური სისტემის ძლიერი მხარე. ამავდროულად, დღევანდელ ვითარებაში, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ვლადიმირ ვლადიმერ პუტინის ირგვლივ.
თუ დააკვირდებით რას წერენ ამერიკაში, მათ სურთ, რომ პუტინი იყოს მათი პრეზიდენტი. მაგრამ მათ არა, ის ჩვენ გვყავს. და მათ ჰყავთ ბაიდენი, ხედავთ, მათ სასჯელს” – ამბობს დუმის თავმჯდომარე.