გაერო ნავალნის სიკვდილის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ალექსეი ნავალნის სიკვდილით და საქმის დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს.

გაეროს ოფისმა განაცხადა, რომ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ნავალნის პატიმრობაზე. ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა ვოლკერ ტურკმა საჯაროდაც მოითხოვა მისი გათავისუფლება 2023 წლის ზაფხულში და განაცხადა, რომ ხანგრძლივი სასჯელი მიუთითებდა რუსეთის მხრიდან სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას.

“თუ ვინმე სახელმწიფოს პატიმრობაში იღუპება, ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა..

ამ პასუხისმგებლობის უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ დამოუკიდებელი ორგანოს მიერ განხორციელებული მიუკერძოებელი, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიების გზით”.- წერია  გაეროს განცხადებაში

შეგახსენებთ, პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე 47 წლის ასაკში დღეს, ციმბირის ციხეში დაიღუპა. ნავალნის სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ უკვე დაასახელა თრომბი.

ფაქტს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share