კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბორჯომში, „გირჩის” ბანაკიდან ახალგაზრდების აშშ-ის საელჩოს ავტომანქანებით გამოყვანას ეხმიანება.
„ქალბატონო ელჩო დეგნან! შემდეგ ჯერზე ზურა გირჩი ჯაფარიძე საოკუპაციო ხაზზე შარვალს რომ ჩაიხდის და ოკუპანტებს უკანა სვლით შეუტევს, იქვე დაახვედრეთ სატრანსპორტო საშუალებები, რათა იშტაზე მოსულმა ოკუპანტებმა, გირჩს და თქვენს პრესტიჟს აუნაზღაურებელი ზიანი არ მიაყენონ!”, – წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში” გოგა ხაინდრავა.