”ბიძინა ივანიშვილს სამ მილიარდ დოლარზე მეტი რომ აქვს დახარჯული დღეს, რაში დახარჯა? ძირითადი, 90-95%-ზე მეტი ამ ქველმოქმედების დახარჯა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა რეაბილიტაციაზე, კულტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების დაფინანსებაზე და აი, ამ მიმართულებით, ყველაფერზე, რაც ასოცირდებოდა ქართულ იდენტობასთან, მის შენარჩუნებასთან. მაშინ, როდესაც ნაცმოძრაობა ებრძოდა ყველაფერ ქართულს, იდენტობას, ამბიონებზე უვარდებოდნენ მღვდლებს, ეკლესიებში ვარდებოდნენ, მაშინ გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა ქართული სულიერება “ნაცებისგან”, მაშინ იხსნა.” –
ამბობს იმედთან ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას.