“ხვალ არ ვიქ­ნე­ბი… მე­რე რა”?-თემურ წიკლაურის ცხოვრების გზა

“ხვალ არ ვიქ­ნე­ბი… მე­რე რა? ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რომ დღეს ასე თუ ისე სრულ­ფა­სო­ვა­ნი ვი­ყო, ვა­კე­თო ის, რაც შე­მიძ­ლია”

75 წლის ასაკ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი, სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, თე­მურ წიკ­ლა­უ­რი გარ­და­იც­ვა­ლა.

“გარ­და­იც­ვა­ლა ბა­ბუ­ა­ჩე­მი, თე­მურ წიკ­ლა­უ­რი” – ამის შე­სა­ხებ მომ­ღერ­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი ან­დრო გო­გი­ბე­დაშ­ვი­ლი “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე წერს.

წიკ­ლა­უ­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და თით­ქმის ერთი თვე ებ­რძო­და ვირუსს. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გო­რის სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში ის ექი­მე­ბის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იყო და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა.

რამ­დენ­ჯერ­მე დამ­ძიმ­და. ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, იმედს არ კარ­გავ­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მომ­ღე­რა­ლი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­დი­კო­სე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი იმედს აძ­ლევ­დათ, რომ თე­მურ წიკ­ლა­უ­რი გა­დარ­ჩე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, მისი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

“ქარ­თუ­ლი სცე­ნის არ­წი­ვი” 1946 წელს კო­ჯორ­ში და­ი­ბა­და. პრო­ფე­სი­ით უცხო ენე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი 1967 წლი­დან ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე დგას. იყო ან­სამ­ბლ “ცი­ცი­ნა­თე­ლას” წევ­რი, შემ­დეგ ან­სამ­ბლ “ივე­რი­ას” სო­ლის­ტი. მისი რე­პერ­ტუ­ა­რი მო­ი­ცავს ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტორ­თა სიმ­ღე­რებს, მათ შო­რის: ნო­დარ გი­გა­უ­რის, გი­ორ­გი ცა­ბა­ძის, ვაჟა აზა­რაშ­ვი­ლის, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას და­უ­ვი­წყარ სიმ­ღე­რებს.

2014 წელს, ფი­ლარ­მო­ნი­ის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში თე­მურ წიკ­ლა­უ­რის სცე­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბის 45 წლის იუ­ბი­ლე აღი­ნიშ­ნა და დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის წინ მისი ვარ­სკვლა­ვიც გა­იხ­სნა…

ჟურნალ “ისტორიანის” არქივში ინახება ვრცელი ინტერვიუ სახალხო არტისტთან, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

– კო­ჯორ­ში ვცხოვ­რობ­დი. სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, VII კლა­სამ­დე – ხუ­თებ­ზე. დამ­პირ­დნენ, თუ ხუ­თებ­ზე ის­წავ­ლი, ვე­ლო­სი­პედს გი­ყი­დი­თო. ვე­ლო­სი­პე­დი კი ჩე­მი ოც­ნე­ბა იყო. ეტ­ყო­ბა, მე­გობ­რებ­ში და­ვიტ­რა­ბა­ხე კი­დეც, ნა­ხეთ, მა­ლე ვე­ლო­სი­პე­დი მექ­ნე­ბა-მეთ­ქი. არა­და, მშობ­ლებს ისე გა­უ­ჭირ­დათ, ვე­ლო­სი­პე­დი კი არა, არაფ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა აღარ იყო. მეწ­ყი­ნა, პი­რო­ბა რომ არ ამის­რუ­ლეს და აღარ ვსწავ­ლობ­დი… ახ­ლა მე­ცი­ნე­ბა, რომ მახ­სენ­დე­ბა…

ფი­ზი­კუ­რი შრო­მა თუ გა­მო­მიც­დია? რო­გორ არა! დი­დი ბოს­ტა­ნი გვქონ­და, კარ­ტო­ფილს ვრგავ­დით. მე­ა­თედ ჰექ­ტარ­ზე რომ და­მა­ყე­ნებ­დნენ და ვთოხ­ნი­დი, უნ­და გე­ნა­ხათ. ტყე­შიც დავ­დი­ო­დი შე­შა­ზე… “ტარ­ზა­ნი” რომ შე­მო­ვი­და, ბი­ჭე­ბი მივ­დი­ო­დით ტყე­ში, ვკი­დებ­დით თო­კებს და იყო ერ­თი ტყა­პატ­ყუ­პი. და­ჟე­ჟი­ლი ვბრუნ­დე­ბო­დით სახ­ლებ­ში.

ერ­თი ამ­ბა­ვიც მახ­სოვს: შინ მარ­ტო დაგ­ვტო­ვეს 97 წლის პა­პას­თან. მინ­დო­და გავ­ფრე­ნი­ლი­ყა­ვი. ეზო­ში დი­დი წაბ­ლის ხე იდ­გა. ავი­ტა­ნე ორი-სა­მი ქოლ­გა ამ ხე­ზე, გავ­შა­ლე და გად­მოვ­ხტი. ესე­ნი და­ი­კე­ცა და მე ღო­ბის ეკ­ლი­ან მავ­თულ­ზე ჩა­მო­ვე­კი­დე მუც­ლით. და­ვიწ­ყე ბღა­ვი­ლი. სა­ნამ პა­პამ გა­ი­გო­ნა და მო­ვი­და… კი­დევ კარ­გი, გა­ი­გო­ნა. ახ­ლაც ამ ნა­ი­ა­რევს რომ დავ­ხე­დავ ხოლ­მე, პა­პა მახ­სენ­დე­ბა.

ღმერ­თი მწყა­ლობ­და ყო­ველ­თვის. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და ვახ­სე­ნო ხალ­ხი, ვი­საც დი­დი ღვაწ­ლი მი­უძ­ღო­და ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.
ნა­თე­ლა პა­ტა­რი­ძე ამო­დი­ო­და თბი­ლი­სი­დან. სკო­ლა­ში სიმ­ღე­რის გუნ­დი შექ­მნა. ისე­თი გუნ­დი დად­გა, ოლიმ­პი­ა­დებ­ზე სულ პირ­ველ ად­გილ­ზე გავ­დი­ო­დით. ის მი­ნერ­გავ­და, მო­ნა­ცე­მე­ბი გაქვს, ხმა გაქვს და მიჰ­ყე­ვიო…

ბი­ჭე­ბი ამო­ვიდ­ნენ კო­ჯორ­ში, გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას ას­წავ­ლიდ­ნენ, მათ­გან ვის­წავ­ლე დაკ­ვრა. მე­რე ერ­თად ვი­ყა­ვით “ცი­ცი­ნა­თე­ლა­ში­ცა” და “ივე­რი­ა­შიც”… პირ­ვე­ლად ეს სიმ­ღე­რა ვის­წავ­ლე: “შე­მოხ­ტი და გა­მიფ­რინ­დი, ჩე­მო თო­ლია”. გი­ტა­რა არ მქონ­და. ჩუ­მად ვი­ყი­დე. მშობ­ლებს არ უნ­დო­დათ კა­ტე­გო­რი­უ­ლად: ჯერ გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრას ის­წავ­ლის, მე­რე გა­ლოთ­დე­ბა და რა გვეშ­ვე­ლე­ბაო. გი­ტა­რას ტყე­ში ვმა­ლავ­დი. მივ­დი­ო­დი და იქ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი.

fb

 

საკ­მა­ოდ ხელ­მოკ­ლედ ვცხოვ­რობ­დით. 1964 წელს უც­ხო ენე­ბის ინ­სტი­ტუტ­ში ჩა­ვი­რიც­ხე.
თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ორი წე­ლი პრო­ფე­სორ ოთარ ზე­ნა­იშ­ვი­ლის სახ­ლში ვცხოვ­რობ­დი. მან შე­მი­ფა­რა, კო­ჯორ­ში ის­ვე­ნებ­და და იქი­დან მიც­ნობ­და… ბა­ტო­ნი ოთა­რი და მი­სი მე­უღ­ლე თავს მევ­ლე­ბოდ­ნენ, რომ კარ­გი ადა­მი­ა­ნი დავ­მდგა­რი­ყა­ვი… დი­დად და­მეხ­მა­რა პრო­რექ­ტო­რი გო­გი ში­ოშ­ვი­ლიც. იქაც გუნ­დში მოვ­ხვდი. დე­კა­ნი ნე­ლი კრა­ვე­იშ­ვი­ლი მყავ­და. ის მე­უბ­ნე­ბო­და, წა­დი, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ა­ბა­რეო… ვე­რა და ვერ გა­და­მაწ­ყვე­ტი­ნეს. რა­ტომ­ღაც დიპ­ლო­მა­ტო­ბა მინ­დო­და სოფ­ლელ ბიჭს და ამის­თვის ენა უნ­და მეს­წავ­ლა.
ოჯა­ხი­დან დღე­ში მა­ნეთს მაძ­ლევ­დნენ. კვი­რა­ში 7 მა­ნე­თი მე­კუთ­ვნო­და, მე­ტი არა. თა­ვი უნ­და გა­მე­ტა­ნა რო­გორ­მე. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, მად­ლო­ბა უფალს, რომ მი­ცავ­და ყო­ველ­თვის. მე­გო­ბარ­მა მო­მა­კით­ხა – არ­ნოლდ ნა­ნო­ბაშ­ვილ­მა: პლე­ხა­ნოვ­ზე დი­დი უნი­ვერ­მა­ღი იყო. იქ ან­სამ­ბლი ჰყავთ და მო­დი, ვიმ­ღე­რო­თო. ხელ­ფასს მოგ­ვცე­მენ 66 მა­ნეთ­სო. მი­ვე­დით დი­რექ­ტორ­თან, ას­ლან ხარ­ბე­დი­ას­თან. ფოთ­ში რომ პირ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ, იმ პე­რი­ო­დის ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. რომ გვნა­ხა უწ­ვე­რულ­ვა­შო ბავ­შვე­ბი, გაგ­ვა­ფორ­მა. მე გა­ლან­ტე­რე­ის საწ­ყობ­ში ვი­ყა­ვი მუ­შად. ხელ­ფა­სიც მომ­ცა… ამას სტი­პენ­დი­აც ემა­ტე­ბო­და და 100 მა­ნე­თი კი გა­მომ­დი­ო­და. ეს ჩემ­თვის დი­დი ფუ­ლი იყო. უკ­ვე გა­მიჩ­ნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ჩუქ­რე­ბიც კი მე­ყი­და გო­გო­ნე­ბის­თვის. ყო­ველ დი­ლით მივ­დი­ო­დით საწ­ყობ­ში, ვეხ­მა­რე­ბო­დი საწ­ყო­ბის გამ­გეს, ცხრის ნა­ხე­ვარ­ზე ინ­სტი­ტუტ­ში გავ­რბო­დით.მე­რე მივ­დი­ო­დით რე­პე­ტი­ცი­ა­ზე… მე­რე ისეთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც გეგ­მა სრულ­დე­ბო­და. უკ­ვე 100 მა­ნე­თი მქონ­და ხელ­ფა­სი.
1967 წელს შე­იქ­მნა ან­სამ­ბლი “ცი­ცი­ნა­თე­ლა”. სო­სო ებ­რა­ლი­ძე იყო ხელ­მძღვა­ნე­ლი. და­მი­ძა­ხა. იქ შევ­ხვდი ჩემს მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს, ლი­ლის. სა­მი კურ­სი ხომ ხუ­თო­სა­ნი ვი­ყა­ვი… “ცი­ცი­ნა­თე­ლას­თან” ერ­თად გას­ტრო­ლებ­ზე წა­ვე­დი და წა­ვე­დი ხე­ლი­დან. უკ­ვე თა­ვის გა­მო­ჩე­ნა მო­მინ­და, სიმ­ღე­რა გახ­და მთა­ვა­რი… ბევ­რი ივიშ­ვი­შა ჩემ­მა დე­კან­მა, ის­წავ­ლე რა, ხომ შე­გიძ­ლი­აო, – მაგ­რამ ვერ მი­მაბ­რუ­ნა… და­მამ­თავ­რე­ბი­ნა მა­ინც რო­გორ­ღაც…
სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ სცე­ნა­ზე გას­ვლა უსაზ­ღვროდ მი­ჭირ­და ყო­ველ­თვის. ახ­ლაც მი­ჭირს. სი­ცი­ლით კვდე­ბი­ან, ვსველ­დე­ბი, ხე­ლე­ბი­დან წურ­წუ­რით მომ­დის ოფ­ლი, სიტ­ყვე­ბი არ მახ­სოვს, ხმა ხომ არ დავ­კარ­გე, – მე­ში­ნია. გა­ვალ სცე­ნა­ზე, ამო­ვი­ღებ ხმას და მე­რე მი­დის და მი­დის… არ ვი­ცი, რო­გორ აგიხ­სნათ…
დავ­ქორ­წინ­დით. ორი­ვე ვმუ­შა­ობ­დით. ამო­ვი­სუნ­თქე… ახ­ლა რომ ვაკ­ვირ­დე­ბი, რა იყო ეს ამო­სუნ­თქვა? არა­ფე­რი. სიყ­ვა­რუ­ლის ფონ­ზე გა­ჩე­ნი­ლი თვით­და­ჯე­რე­ბა, რომ არა­ფე­რი გვაკ­ლია.
ცხოვ­რე­ბა პრაგ­მა­ტუ­ლი გახ­და… მაგ­რამ რაც გა­მოც­დი­ლი მქონ­და, არა­სო­დეს დამ­ვიწ­ყე­ბია. ახ­ვე­დი თუ ჩა­მოხ­ვე­დი კი­ბის სა­ფე­ხუ­რებ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. შენ ხომ იცი, რა არის ხელ­მოკ­ლე­ო­ბა, გან­საც­დე­ლი… რა არის, რო­ცა კუ­ჭი “თა­ვი­სას ით­ხოვს” ან ჩა­საც­მე­ლი არა­ფე­რი აქვს კაცს. ამას ყვე­ლა­ფერს ვხვდე­ბი, სულ არ მჭირ­დე­ბა, რომ ვინ­მემ მი­ამ­ბოს. მე ხომ ეს გზა გა­ვი­ა­რე… ეს რომ არ გა­მევ­ლო, ვაი, რა ძნე­ლი იქ­ნე­ბო­და სუ­ლის და­ა­მე­ბა!

თემურ წიკლაური დედასთან

ფოტო: თემურ წიკლაური დედასთან
fb

ჯე­მალ ბა­ღაშ­ვილს კოჯ­რი­დან ვიც­ნობ­დი. ამო­დი­ო­და, უკ­რავ­და ხოლ­მე. თი­თე­ბი­დან სის­ხლი სდი­ო­და და არ ჩერ­დე­ბო­და მა­ინც. ძა­ლო­სა­ნი იყო. კრი­ვიც იცო­და. რო­გორ, თბი­ლის­ში რომ ჩა­მოხ­ვალ, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და შე­გეძ­ლო­სო. და­მაწ­ყე­ბი­ნა ვარ­ჯი­ში. თბი­ლის­ში უკ­ვე მა­შინ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, რო­ცა “ცი­ცი­ნა­თე­ლა­ში” ვი­ყა­ვი. “ივე­რია” უნ­და შევ­ქმნათ და ერ­თად ვიქ­ნე­ბით, ჩემ­თან წა­მო­დიო… გა­დავ­წყვი­ტე, გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი. ღა­ლა­ტი არ ვი­ცი. მა­პა­ტი­ონ ბი­ჭებ­მა, ვინც დავ­ტო­ვე, მაგ­რამ პი­რო­ბე­ბი იყო ისე­თი, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი…

მო­ვი­ა­რე მსოფ­ლიო “ივე­რი­ას­თან” ერ­თად.
ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა ჯუ­რის ხალხს შევ­ხვედ­რი­ვარ ქუ­ჩა­შიც, ცხოვ­რე­ბა­შიც… ყვე­ლა­ნა­ი­რი გზა მაქვს გავ­ლი­ლი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა რომ და­ვიწ­ყე, ხში­რად გვიხ­დე­ბო­და კო­ლო­ნი­ებ­ში კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. შემ­დეგ მივ­ხვდი, ეს ქრის­ტი­ა­ნუ­ლია: პა­ტი­მა­რიც უნ­და მო­ი­ნა­ხუ­ლო და ავად­მყო­ფიც… ჰო­და, მთელ შავ და ფე­რად სამ­ყა­როს კი ვიც­ნობ­დით… სხვა­თა შო­რის, კონ­ცერ­ტის მე­რე პურ­მა­რი­ლი იშ­ლე­ბო­და…

მარ­ტო ჩემ­თვის კი არა, მთე­ლი “ივე­რი­ის­თვის” ჩე­მი შვი­ლის ამ­ქვეყ­ნი­დან წას­ვლა დი­დი ტკი­ვი­ლი იყო. მა­შინ “არ­გო­ნავ­ტებს” ვდგამ­დით. მე აი­ე­ტის რო­ლი მქონ­და. ვფიქ­რობ, ასე­თი კარ­გი მი­უ­ზიკ­ლი სხვა არც არის, მაგ­რამ აღა­რა­სო­დეს მივ­ბრუ­ნე­ბი­ვართ.

ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბი მაქვს “ივე­რი­ა­ზე”. “ფი­როს­მა­ნი” დავ­დგით. ჯე­მალ­მა, შენ იცი, ფი­როს­მა­ნი შენ ხა­რო… გა­დავ­წყვი­ტე, 21 დღე არ მე­ჭა­მა, რომ მი­ვახ­ლო­ვე­ბო­დი ნი­კა­ლას სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­ცა ის შიმ­ში­ლობ­და, რო­ცა ის არა­ვის უნ­დო­და, მას­ზე სა­ში­ნე­ლე­ბას წერ­დნენ გა­ზეთ­ში… ავი­ღე წიგ­ნე­ბი ნი­კა­ლა­ზე, ლოც­ვე­ბი და და­ვიწ­ყე შიმ­ში­ლი. მივ­დი­ო­დი კო­ჯორ­ში ჩემს წყა­რო­ზე, იქი­დან მომ­ქონ­და წყა­ლი და­სა­ლე­ვად. ეს სი­ჩუ­მე და მარ­ტო­ო­ბა შე­უ­და­რე­ბე­ლია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მე­რე, რო­ცა 21 დღის მე­რე პირ­ვე­ლად გა­ვე­დი, ჯე­მალ­მა: აი, ფი­როს­მა­ნი მო­ვი­დაო.

რამ­დენ ქვე­ყა­ნა­ში ვყო­ფილ­ვარ. დარ­ჩე­ნა არ­სად მნდო­მე­ბია. კა-გე-ბე დაგ­ვყვე­ბო­და. ღა­მით გა­რეთ არ გვიშ­ვებ­დნენ. ქარ­თვე­ლი თუ მო­ვი­დო­და, გა­მარ­ჯო­ბა არ უნ­და გვეთ­ქვა, სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­აო. გა­მარ­ჯო­ბა­საც ვამ­ბობ­დით და ქე­ი­ფიც მი­დი­ო­და.

“იცით, რა­ტომ იხ­დი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი ბო­დიშს? ალ­ბათ იმი­ტომ, რომ რა­მეს აშა­ვე­ბენ ან რა­ღაც ეშ­ლე­ბათ, არა? ზოგ­ჯერ კი ამ მი­ზე­ზე­ბის გა­რე­შეც, მხო­ლოდ გუ­ლახ­დი­ლო­ბის გა­მო იხ­დი­ან ბო­დიშს, რად­გან გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ სიტ­ყვა­თა თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბა. ეს არის ზღვა­რის წაშ­ლა და სახ­ლის იმ კუნ­ჭულ­ში შე­ხედ­ვა, სა­დაც ალ­ბათ არა­სო­დეს შე­ა­ხე­დებ­დით ვინ­მეს…”

თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა 
სწო­რედ ამი­ტომ მო­ი­ბო­დი­შა:
– დი­დი ბო­დი­ში მკით­ხველს, რომ ასე გუ­ლახ­დი­ლად გიყ­ვე­ბით ყვე­ლა­ფერს და რომ შე­იძ­ლე­ბა თავ­საც ვახ­ვევ ჩემს ცხოვ­რე­ბას. ამას ვიტ­ყვი

თავ­შიც და ბო­ლო­შიც…

არ უთ­ქვამს, რა რთუ­ლია ილა­პა­რა­კო სა­კუ­თარ თავ­ზე, თა­ნაც გუ­ლახ­დი­ლად; არ უთ­ქვამს, რომ ამას გამ­ბე­და­ო­ბა და ვაჟ­კა­ცო­ბა სჭირ­დე­ბა… ამას ყვე­ლა თა­ვად მიხ­ვდე­ბა.
წლე­ბის წი­ნან­დელ ფო­ტო­ებს დაჰ­ყუ­რებს. სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ მი­სი ხმა სიმ­ღე­რა­სა­ვით ჟღერს მა­ში­ნაც, რო­ცა სუ­ლაც არ მღე­რის და ძა­ლი­ან სევ­დი­ან ამ­ბებს იხ­სე­ნებს. ეს ბე­დის­წე­რა­სა­ვი­თაა. ვუს­მენ, რო­გორ მი­ამ­ბობს კოჯ­რის სკო­ლა­ზე, რო­მე­ლიც წით­ლე­ბის შე­მოს­ვლის შემ­დეგ დან­გრე­უ­ლი ეკ­ლე­სი­ის ქვე­ბით აუ­გი­ათ. მე­რე რო­გორ ინ­გრე­ვა ის სკო­ლაც, იმი­ტომ რომ სხვაგ­ვა­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს… რო­გორ პო­უ­ლო­ბენ წყა­როს უკან გა­დაყ­რილ ჩუ­ქურ­თმი­ან ქვებს და რო­გორ მი­აქვთ იქ, სა­დაც მა­თი ად­გი­ლია – დაშ­ლი­ლი ეკ­ლე­სი­ის მი­წა­ზე. ქვე­ბი დუ­მან და თა­ვის ჟამს ელი­ან…

ცხოვ­რე­ბა­შიც არის რა­ღაც იდუ­მა­ლი, ისიც თა­ვის ჟამს ელის… წლე­ბის წინ, მა­გა­ლი­თად, რო­ცა კოჯ­რის ტყე­ში მი­დი­ო­და გი­ტა­რა­ზე მა­ლუ­ლად დასაკ­რავად, სხვას რომ ეთ­ქვა, ალ­ბათ არ და­ი­ჯე­რებ­და, ერთ დღეს სტი­ქა­რს თუ ჩაიცვამდა. ვერც იმას და­ი­ჯე­რებ­და, რომ სტი­ქა­როს­ნო­ბამ­დე ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი გახდებოდა.
ვინ იცის, რას მო­ი­ტანს ჟა­მი ახალს… ჩვენ იმა­ზე ვი­სა­უბ­რეთ, რაც უკ­ვე მო­ი­ტა­ნა…

* * *

ღმერ­თი მწყა­ლობ­და ყო­ველ­თვის. აუ­ცი­ლებ­ლად მინ­და ვახ­სე­ნო ხალ­ხი, ვი­საც დი­დი ღვაწ­ლი მი­უძ­ღო­და ჩემს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.
ნა­თე­ლა პა­ტა­რი­ძე ამო­დი­ო­და თბი­ლი­სი­დან. სკო­ლა­ში სიმ­ღე­რის გუნ­დი შექ­მნა. ისე­თი გუნ­დი დად­გა, ოლიმ­პი­ა­დებ­ზე სულ პირ­ველ ად­გილ­ზე გავ­დი­ო­დით. ის მი­ნერ­გავ­და, მო­ნა­ცე­მე­ბი გაქვს, ხმა გაქვს და მიჰ­ყე­ვიო…

ოჯა­ხი­დან დღე­ში მა­ნეთს მაძ­ლევ­დნენ. კვი­რა­ში 7 მა­ნე­თი მე­კუთ­ვნო­და, მე­ტი არა. თა­ვი უნ­და გა­მე­ტა­ნა რო­გორ­მე. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, მად­ლო­ბა უფალს, რომ მი­ცავ­და ყო­ველ­თვის. მე­გო­ბარ­მა მო­მა­კით­ხა – არ­ნოლდ ნა­ნო­ბაშ­ვილ­მა: პლე­ხა­ნოვ­ზე დი­დი უნი­ვერ­მა­ღი იყო. იქ ან­სამ­ბლი ჰყავთ და მო­დი, ვიმ­ღე­რო­თო. ხელ­ფასს მოგ­ვცე­მენ 66 მა­ნეთ­სო. მი­ვე­დით დი­რექ­ტორ­თან, ას­ლან ხარ­ბე­დი­ას­თან. ფოთ­ში რომ პირ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ, იმ პე­რი­ო­დის ფეხ­ბურ­თე­ლი იყო. რომ გვნა­ხა უწ­ვე­რულ­ვა­შო ბავ­შვე­ბი, გაგ­ვა­ფორ­მა. მე გა­ლან­ტე­რე­ის საწ­ყობ­ში ვი­ყა­ვი მუ­შად. ხელ­ფა­სიც მომ­ცა… ამას სტი­პენ­დი­აც ემა­ტე­ბო­და და 100 მა­ნე­თი კი გა­მომ­დი­ო­და. ეს ჩემ­თვის დი­დი ფუ­ლი იყო. უკ­ვე გა­მიჩ­ნდა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­ჩუქ­რე­ბიც კი მე­ყი­და გო­გო­ნე­ბის­თვის. ყო­ველ დი­ლით მივ­დი­ო­დით საწ­ყობ­ში, ვეხ­მა­რე­ბო­დი საწ­ყო­ბის გამ­გეს, ცხრის ნა­ხე­ვარ­ზე ინ­სტი­ტუტ­ში გავ­რბო­დით.

მე­რე მივ­დი­ო­დით რე­პე­ტი­ცი­ა­ზე… მე­რე ისეთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს, სა­დაც გეგ­მა სრულ­დე­ბო­და. უკ­ვე 100 მა­ნე­თი მქონ­და ხელ­ფა­სი.

1967 წელს შე­იქ­მნა ან­სამ­ბლი “ცი­ცი­ნა­თე­ლა”. სო­სო ებ­რა­ლი­ძე იყო ხელ­მძღვა­ნე­ლი. და­მი­ძა­ხა. იქ შევ­ხვდი ჩემს მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს, ლი­ლის. სა­მი კურ­სი ხომ ხუ­თო­სა­ნი ვი­ყა­ვი… “ცი­ცი­ნა­თე­ლას­თან” ერ­თად გას­ტრო­ლებ­ზე წა­ვე­დი და წა­ვე­დი ხე­ლი­დან. უკ­ვე თა­ვის გა­მო­ჩე­ნა მო­მინ­და, სიმ­ღე­რა გახ­და მთა­ვა­რი… ბევ­რი ივიშ­ვი­შა ჩემ­მა დე­კან­მა, ის­წავ­ლე რა, ხომ შე­გიძ­ლი­აო, – მაგ­რამ ვერ მი­მაბ­რუ­ნა… და­მამ­თავ­რე­ბი­ნა მა­ინც რო­გორ­ღაც…
სა­ო­ცა­რია, მაგ­რამ სცე­ნა­ზე გას­ვლა უსაზ­ღვროდ მი­ჭირ­და ყო­ველ­თვის. ახ­ლაც მი­ჭირს. სი­ცი­ლით კვდე­ბი­ან, ვსველ­დე­ბი, ხე­ლე­ბი­დან წურ­წუ­რით მომ­დის ოფ­ლი, სიტ­ყვე­ბი არ მახ­სოვს, ხმა ხომ არ დავ­კარ­გე, – მე­ში­ნია. გა­ვალ სცე­ნა­ზე, ამო­ვი­ღებ ხმას და მე­რე მი­დის და მი­დის… არ ვი­ცი, რო­გორ აგიხ­სნათ…

fb

რო­ცა ჩე­მი თა­ვი ეს­ტრა­და­ზე ვე­ღარ ვი­პო­ვე, ოპე­რას მივ­მარ­თე. “აი­და­ში” ამო­ნას­როს პარ­ტია უკ­ვე მზად მქონ­და, “ტრა­ვი­ა­ტა” და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში იყო… ამო­ნას­რო უნ­და მემ­ღე­რა, მაგ­რამ აი­რია ყვე­ლა­ფე­რი. რო­ცა სა­ქარ­თვე­ლო კარგ ხა­სი­ათ­ზე იქ­ნე­ბა, მა­შინ ვიმ­ღე­რებ. ამით იმი­სი თქმა მინ­და, რომ წლებს არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. სუ­ლი და გუ­ლი არ უნ­და და­ბერ­დეს.

ორი წლის წინ და­ვობ­ლდი… 96 წლის დე­და გარ­და­მეც­ვა­ლა. ის იყო ჩე­მი იმე­დიც, ძა­ლაც, სიმ­შვი­დეც… მინ­დო­და, დე­და­ჩე­მი და მი­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი ერ­თად შე­მე­ყა­რა და ყვე­ლა­სთ­ვის მო­მევ­ლო. ჭა­ღა­რა შვი­ლი რომ მი­ვი­დო­დი და მეტ­ყო­და, მო­გიკ­ვდეს დე­და, რო­გორ და­ი­ღა­ლეო… ამას ვე­რა­ფე­რი შეც­ვლის.

უკან რომ ვი­ხე­დე­ბი, ყვე­ლა­ზე მე­ტად იცი, რა მი­ხა­რია? იე­რუ­სა­ლიმ­ში შე­ვი­ძი­ნეთ 0,6 ჰექ­ტა­რი მი­წა. სო­სო ხა­რე­ბო­ვის დახ­მა­რე­ბით ვი­ყი­დეთ. ეს მი­წა სა­პატ­რი­არ­ქოს გა­და­ვე­ცით. ახ­ლა იე­რუ­სა­ლიმ­ში ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას თა­ვი­სი ღა­მის გა­სა­თე­ვი აქვს.
სო­სო ხა­რე­ბო­ვის დახ­მა­რე­ბით გა­იხ­სნა “სოს­ლენ­დი”, სა­დაც 1500 ბავშვს ვას­წავ­ლეთ და მათ­გან ორასს უკ­ვე სამ­სა­ხუ­რი აქვს, ხომ ბედ­ნი­ე­რე­ბაა?..
ჩემ­თვის უზარ­მა­ზა­რი გზა გა­ვი­ა­რე თა­ვი­სი აღ­მარ­თე­ბი­თა და დაღ­მარ­თე­ბით. ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი და დროს ყუ­რად­ღე­ბას არ ვაქ­ცევ­დი… ახ­ლა, რო­ცა დრო აჩ­ქარ­და, თუ ჩე­მი გო­ნი იწ­ვის ჩქა­რა ამ დრო­ში, მა­ინც ვერ აღ­ვიქ­ვამ, რო­გორ გა­დის დრო. ახა­ლი წე­ლი გა­ივ­ლის და უცებ მე­ო­რე ახა­ლი წე­ლია…

მიმ­წუხრს მო­მა­ვალ­ში არ ვე­ლო­დე­ბი, რად­გან უკ­ვე გან­ვსაზ­ღვრე, მწუხ­რი რა არის, რო­ცა სიკ­ვდილ­მა თა­ვი­სი პი­რი მაჩ­ვე­ნა. შე­ვი­ცა­ნი, რომ უნ­და გარ­და­ვიც­ვა­ლო. აქ მო­სულს არა­ფე­რი მო­მი­ტა­ნია და აქე­და­ნაც ვე­რა­ფერს წა­ვი­ღებ…
1983 წელს წა­ვი­და ჩე­მი ბი­ჭი, გი­ორ­გი… მას მე­რე მი­სი სუ­ლის ძებ­ნა და­ვიწ­ყე. ვე­ძებ­დი ყველ­გან – დე­და­მი­წა­ზე მო­ცე­მულ ყვე­ლა ფი­ლო­სო­ფი­ა­სა და რე­ლი­გი­ა­ში. მხო­ლოდ ასე დამ­შვიდ­დე­ბო­და ჩე­მი სუ­ლი და გო­ნი. წა­ვი­კით­ხე ყვე­ლა­ფე­რი: და­ო­იზ­მი, ბუ­დიზ­მი, მუს­ლი­მა­ნუ­რი რე­ლი­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბი. ისევ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას­თან მო­ვე­დი. მხო­ლოდ აქ დავ­მშვიდ­დი… მივ­ხვდი, უფალ­მა ჩე­მი შვი­ლის წას­ვლით უფ­რო დი­დი რა­ღა­ცის­თვის მო­მამ­ზა­და…

fb

ხვალ არ ვიქ­ნე­ბი… მე­რე რა? ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ, რომ დღეს ასე თუ ისე სრულ­ფა­სო­ვა­ნი ვი­ყო, ვა­კე­თო ის, რაც შე­მიძ­ლია. ვცდი­ლობ, ვიც­ხოვ­რო ფიქ­რმრა­ვა­ლი და სუ­ლი­ე­რე­ბით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბით.
იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სი­ჩუ­მის პე­რი­ო­დი. სამ­ყა­რო ჩუ­მია ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში. ის რომ ლა­პა­რა­კობს, მღე­რის, ხმა­უ­რობს, სი­ცოც­ხლის გა­მოა ყვე­ლა­ფე­რი… მა­შინ მივ­ხვდი, ბრძო­ლაა სა­ჭი­რო მა­ში­ნაც კი, სიკ­ვდი­ლი რომ მო­ვა, ჩა­ბა­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ხმლით უნ­და გა­ე­გე­ბო.
რა მე­ნატ­რე­ბა?..

გა­ზაფ­ხულ­ზე, იე­ბის ამოს­ვლის წინ მი­წა რომ გა­ი­ბე­რე­ბა, ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა სუ­ნი დგას ტყე­ში. ვე­რა და ვერ მო­ვა­ხერ­ხე ად­რე გა­ზაფ­ხულ­ზე, რომ ტყე­ში ვი­ბო­დი­ა­ლო.

და კი­დევ: ჩემს შვი­ლიშ­ვილს – ან­დრი­ას ვზრდი ისე, რომ ჯერ უფა­ლი უყ­ვარ­დეს, მე­რე ქვე­ყა­ნა, მე­რე ჩვენ… ისიც სტი­ქა­რო­სა­ნი გახ­და ჩემ­სა­ვით. ლურჯ მო­ნას­ტერ­ში ვდგა­ვართ ერ­თად და ვემ­სა­ხუ­რე­ბით უფალს. ან­დრი­ამ უნ­და იცო­დეს, თუ არა უფ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლი, – მას არა­ვინ შე­იყ­ვა­რებს. ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა ასე­თია.

ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, ამ­ბრო­სი ხე­ლა­ი­ას სიტ­ყვე­ბის თქმა შე­გეძ­ლოს კაცს: “სუ­ლი ჩე­მი – ღმერთს, გუ­ლი – სა­ქარ­თვე­ლოს, ხორცს კი რაც გინ­დათ, ის უყა­ვით!”

წყარო: ჟურნალი “ისტორიანი”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share