“დღეს მე შევხვდი იულია და დაშა ნავალნაიას, სამძიმარი გამოვხატე მათი დანაკარგის გამო”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ალექსეი ნავალნის გამბედაობა დემოკრატიისთვის მებრძოლებს მემკვიდრეობით გადაეცემა.
“დღეს მე შევხვდი იულია და დაშა ნავალნაიას, ალექსეი ნავალნის ოჯახის წევრებს, სამძიმარი გამოვხატე მათი დამანგრეველი დანაკარგის გამო. ალექსის გამბედაობა მემკვიდრეობით იცხოვრებს იულიასა და დაშაში, ისევე როგორც უამრავ ადამიანში მთელ რუსეთში, რომლებიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის იბრძვიან”, – წერს ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ 47 წლის ნავალნი გასულ კვირას არქტიკის სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა. მისმა გუნდმა და ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ ის კრემლმა და პირადად ვლადიმერ პუტინმა მოკლა. მის ოჯახს ცხედრის ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ. ლუდმილა ნავალნაიამ, ნავალნის დედამ, ცხედარი მხოლოდ 22 თებერვალს ნახა.