კომპანია “ელეგენტი“, რომელსაც ოზურგეთში, ძირითადად მისი ერთ ერთი ბრენდის – „თამარიონით“ სახელით, , იცნობენ-ზაფხულიდან სტუმრებს თავის ახალ ბრენდს-ყოველდღიური მოხმარების კვების ობიექტს შესთავაზებს.
როგორც „ელეგანტის“ წარმომადგენელმა, გია ტაკიძემ გვითხრა, რესტორანი გამორჩეული იქნება განსხვავებული ატომოსფეროთ, მომსახურეობის მაღალი დონით და განსაკუთრებული გარემოთი“
„გვექნება როგორც ქართული, ასევე უცხოური კერძები – ახლა ვმუშაობთ რესტორნის ბრენდულ სახელზე, მომსახურეობა იქნება დილიდან გვიან ღამემდე, იქნება როგორც საუზმის, ასევე სადილის კერძები, შემოფარგლული არ ვიქნებით ,ხოლოდ ე.წ. საქეიფო კერძებზე, ეს რესტორანი იდეალური ადგილი იქნება ასევე საქმიანი შეხვედრებისათვის“ გვითხრა მან.
სასტუმროს მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და ის მიმდინარე წლის ზაფხულისათვის დასრულდება.
სასტუმროს ექნება როგორც ინდივიდუალური კუპეები, ასევე ცენტრალური დარბაზი.
„რესტორნის მშენებლობა ჩვენმა ფორმატმა განაპირობა, ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ ქორწილებსა და სხვადასხვა შემთხვევებზე და გვინდოდა გვქონოდა ყოველდღიური მომსახურეობის ცენტრი“ – ამბობს ტაკიძე რესტორნის მშენებლობის დაწყების მიზეზებზე საუბრისას.
კომპანია „ელეგანტი“ გურამიშვილის ქუჩაზე ერთ ჰექტარ მიწის ფართობს ფლობს, კომპანია 2011 წლიდან ფუნქციონირებს.
მისი ქოლგის ქვეშაა, სასტუმრო „სემი“, რომელსაც ერთდროულად 70 სტუმრის მიღება შეუძლია, სარიტუალო დარბაზები „თამარიონი“ (1000) და ოზურგეთი“ (300) და ბავშვთა გასართობი ცენტრი „ზღაპარი“.
რესტორანისათვის, რომელიც „ელეგანტისათვის“ მეოთხე კომპონენტი იქნება – ბრენდული სახელი ჯერ მოფიქრებული არ არის. აღსანიშნავია, რომ „ელეგანტის“ ინვესტიციებმა ამ ქუჩას ახალი სიცოცხლე შესძინა და ის ოზურგეთის ცენტრალური ნაწილის შემდეგ განვითარებით, უკვე პირველ ადგილს იკავებს. აქ შეხვდებით ბენზინგასამართ სადგურს, ავტომომსახურების ცენტრს, ავტომანქანების სამრეცხაოსა და ავტონაწილების მაღაზიებს, რესტორნებს, ოჯახურ სასტუმროებსა და სასტუმროებს. ხე ტყის მასალების რეალიზაციის ცენტრს და სხვა.
როგორც ტაკიძე ამბობს, ამ ქუჩაზე თავიდან „პიონერები“ იყვნენ:
„როცა სასტუმროს ვხსნიდით, ბევრი ამბობდა, რომ ოზურგეთში ამის საჭიროება არ არის, მოთხოვნებს ოჯახური სასტუმროებიც უმკლავდებიან, თუმცა მოვლენების განვითარებამ გვიჩვენა რომ ჩვენი გადაწყვეტილება ბიზნესთვალსაზრისით სწორი იყო, რამაც განაპირობა „სემის“ წარმატება“.
კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ რესტორანი ისეთივე წარმატებული ბრენდი იქნება, როგორც ყველა სხვა დანარჩენი ‘ელეგანტის“ ქოლგის ქვეშ.