ჟურნალისტი, ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, რეგულაციებთან დაკავშირებულ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ამ დღეებში კოვიდის შემთხვევების რაოდენობა იმდენია, რაც იყო ოქტომბრის პირველ კვირაში. თუ ახლა გვეუბნებით რომ საშიშია და ვერ გახსნით ქვეყანას, მაშინ რატომ გვეუბნებოდით, რომ არ იყო საშიში და არ აპირებდით ჩაკეტვას? რატომ არ ჩაკეტეთ მაშინ ქვეყანა? ააა, არჩევნების წინ არ გაწყობდათ? რა გამოდის? ასობით ადამიანი იმიტომ გაწირეთ სასიკვდილოდ, რომ არჩევნების წინ არ გაწყობდათ ზომების გამკაცრება? ვინმე უპასუხებს ამ კითხვას?”-წერს ჯანგირაშვილი.