რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ კითხვა, რატომ სთხოვს დნესტრისპირეთი დახმარებას რუსეთს, მოლდოვის “რეჟიმის” მიმართ უნდა დაუსვას, რომელიც მისივე თქმით, “კიევის კვალს მიჰყვება”.
“კითხვები უნდა მივმართოთ მათკენ, ვინც გახდა დნესტრისპირეთის პარლამენტის ასეთი განცხადების მიზეზი. პირველ რიგში, რეჟიმი, რომელიც დასახლდა კიშინიოვში და რომელიც უბრალოდ მიჰყვება კიევის კვალს. რეჟიმმა გააუქმა ყველაფერი რუსული, რუსული ენის დისკრიმინაციაა ყველა სფეროში და უკრაინელებთან ერთად კვლავ ახორციელებენ სერიოზულ ეკონომიკურ ზეწოლას დნესტრისპირეთზე“, – აცხადებს ლავროვი ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას.
შეგახსენებთ, დნესტრისპირეთის სეპარატისტებმა 28 თებერვალს რუსეთს მოლდოვისგან „დაცვა” სთხოვეს. ისინი ოფიციალურ კიშინიოვს რეპრესიებში ადანაშაულებენ.