სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში ”ორბი”ჯგუფის მიერ ბახმაროში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ წერს:
”კაცი ბჭობდა და “ორბი ჯგუფი” იცინოდაო-ასე გვჭირს.
ამხელა პროტესტია ამ უგუნურ, გაუთვლელ, ბახმაროს დამღუპველ პროექტზე და ამათი საიტი ნახეთ.
ჰყიდიან აუშენებელ, უნებართვოდ ბინებს. ასევე ინფორმაციას აწვდიან რუსულ საიტებს:
350 ბინა.
სართული 7.
ფასი-კვადრატი 3995ლ.
ვისზეა გათვლილი ატყობთ იმედია.
როცა დარეკავთ , გეტყვიან: რომელი ხედით გსურთ ბინა ბახმაროშიო? 2025 წელს დასრულდებაო.
ესაა მარაზმი, დანაშაული და ყველა ინსტანციას, დაწყებული ჩოხატაურის მერიიდან-ეკონომიკის სამინისტრომდე მოგეკითხებათ ამისთვის ქართველი ერისგან.” – წერს გორდელაძე.