სასამართლოს ჰყავს კორუმპირებული მოსამართლეები და აქვს უკანონო განაჩენები – ნიკა გვარამია

სასამართლო სისტემა დგას ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე – ის არ არსებობს – აცხადებს პოლიტიკური პარტია “ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია მართლმსაჯულების სფეროში არსებულ ვითარებასა და ე.წ. ვეტინგზე საუბრისას, რომელსაც საქართველოს საერთო სასამართლოების 10-მდე მოსამართლე ემხრობა.

“სასამართლო სისტემა დგას ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე – ის არ არსებობს. სასამართლო სისტემის დანიშნულება არის მართლმსაჯულების ქმნა. ქმნა მართლისა- სამართლისა. სასამართლო სისტემა ამას არ აკეთებს.

სასამართლოს ჰყავს კორუმპირებული მოსამართლეები, სასამართლოს აქვს უკანონო განაჩენები, პოლიტიკური საქმეები და ცალკეული გამონაკლისები, საგამონაკლისო გადაწყვეტილებებიც და მოსამართლეებიც ამინდს ვერ ქმნის და ვერც შეცვლის მთავარს, საქართველოს სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი და კვალიფიციური სასამართლო სისტემა არ გააჩნია” – აცხადებს ნიკა გვარამია

მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას ეწინააღმდეგება ხელისუფლება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share