პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ონლაინ მისცა. ვიდეოს კრემლი ავრცელებს.
დღეს რუსეთში სამდღიანი არჩევნების პირველი დღეა. პროცესი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებშიც მიმდინარეობს.
არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: ვლადიმერ პუტინი, ლეონიდ სლუცკი „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან“, ნიკოლაი ხარიტონოვი „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიიდან“ და ვლადისლავ დავანკოვი პარტიიდან „ახალი ხალხი“.
რუსეთის ცესკომ არც ერთი ოპოზიციური და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.
71 წლის პუტინი, რომელიც რუსეთს 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით აპირებს.