17 მარტს სენაკში ოლიმპიურ ტაეკვონდოში სენაკის ღია ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ტაეკვონდოს ურეკის სექციის ,,მებრძოლი სულის” სპორტსმენები წარმატებით გამოვიდნენ.
ასპარეზობა ვაჟებსა და გოგონებს შორის ( 2008 – 2017 წწ დაბადებულთა შორის გაიმართა)
ოზურგეთელმა სპორტსმენებმა კი შემდეგი შედეგი დადეს :
I ადგილი
საბა გოგაძე – 78 კგ ( 2008 წელი)
III ადგილი
ლუკა ჩხვიმიანი – 53კგ ( 2008წელი)
გეგა გობრონიძე – 37კგ ( 2012წელი)
მწვრთნელი : გიორგი ბერიძე