ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ გირჩის ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას ტვ პირველის ეთერში, სტუდიაში შესვლისას სათამაშო იარაღი აჩუქა. ამით, მან ხვიჩიას განცხადებას უპასუხა, რომ “მელია დაემუქრა” და ამიტომ “იარაღის ნებართვა სჭირდება”.
“ნიკა მელიამ დამირეკა, ცუდი საუბარი გვქონდა სამწუხაროდ. მე მომეჩვენა, რომ მემუქრებოდა. ნიკა მელია ჩემზე დიდია ფიზიკურად, ჩემზე მორევა შეუძლია. მე პარლამენტის წევრი ვარ, მაქვს იარაღის ტარების უფლება და თუ ეს მართლა მუქარაა და დაადასტურებს, უნდა მივმართო პარლამენტს, რომ იარაღის ტარების ნებართვა მქონდეს.
მურუსიძის სასამართლოს იმედად და პოლიციაში ხომ არ ვუჩივლებ ჩემს პარტნიორს, ასეთი ადამიანი არ ვარ. უბრალოდ, რომ არ გამლახოს ვინმემ, ჩემზე დიდი რომ არ მომერიოს, მჭირდება თავდაცვის საშუალება. ჯერ უბრალოდ ვაზუსტებ ნიკა მელია დამემუქრა თუ ხუმრობა იყო”, – ამბობდა იაგო ხვიჩია.