“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, “ღამის მთავარში” ამბობს, რომ მის ნომერზე მისული მესიჯების უმეტესობა “წულუკიანის გინებაა”.
მისივე თქმით, სამართლიანი სასამართლო წულუკიანსა და ივანიშვილს ციხეში ჩასვამს, თავად კი ოთხშაბათობით პროცესებზე ივლის.
“შემომივიდა 1 700 მესიჯი, რომელთა უმრავლესობაც, 99% არის წულუკიანის გინება და ჩემ მიმართ, ჩემთვის, უხერხულად აღსაქმელი ქება და სიყვარული. ასე თუ ვუყვარდი ადამიანებს, არ მეგონა, მადლობა ჯალათის ასულ ჯალათ თეა წულუკიანს… მე მტკივა, როდესაც შიგნიდან მარტყამენ, ზურგში მახვილის ჩაცემა, თორემ თეა წულუკიანი რას იტყვის, საერთოდ არ მაინტერესებს, თეა წულუკიანი არის დახვრეტების ჩემპიონის შვილი… კი არ გავიქცევი, ვიქნები აქ, ციხეში ჩაჯდომა თუ იქნება საჭირო ჩავჯდები, ოღონდ უსამართლოდ ჩავჯდები და სამართლიანი სასამართლო ჩასვამს წულუკიანს და ბიძინა ივანიშვილს, ამას ვპირდები ორივეს, მათი დაჭერისთვის კი არა სამართლიანი სასამართლოსთვის.
არანაირი მოლოდინი არ მაქვს სასამართლოსგან. ყოველ ოთხშაბათს, გამოწერილივით, 3 საათზე ვიქნები პროცესებზე”, – ამბობს ნიკა გვარამია.