რუსეთის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოძახებაზე არ მივიდა – სერგეი ანდრეევის პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული ფრთოსანი რაკეტის შესვლასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება უნდა გაეკეთებინა.
ცნობისთვის, ოფიციალურმა ვარშავამ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული რაკეტის პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრის შესახებ განცხადება 23 მარტს გააკეთა. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტა ქალაქ ოსერდოვთან, უკრაინის საზღვრის მახლობლად შევიდა და 39 წამი დაყო.