ჩხოროწყუსკენ სპეცრაზმის კოლონა მიემართება. ჩხოროწყუს მერიის წინ მიმდინარე აქციაზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს მერიის შენობაში შესვლა, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
მერიასთან მობილიზებულია პოლიცია რაიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ დავალებათა წარმომადგენლები, სამხარეო პოლიციის თანამშრომლები.
აქციის მონაწილეები კარვის დადგმასაც აპირებენ. ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცველებს რამდენიმე აქტივისტის დაკავება შეეძლოთ, თუმცა პოლიცია ამისგან თავს იკავებს.
ადგილზე რჩებიან სამოქალაქო აქტივისტები და მათი მოთხოვნები უცვლელია – გადადგეს მუნიციპალიტეტის მერი დავით გოგუა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეთერ ჯაფარიძეს მერიაში ხელშეკრულება გასული წლის 31 დეკემბერს შეუწყდა, ამის შესახებ ჩხოროწყუს მერი დავით გოგუა აცხადებს.
შსს-ს ცნობით ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ-ს 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს.