რუსეთი იცავს ოცნების ნაბიჯს, აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს – ჯანელიძე

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე სოციალურ ქსელში ქართული ოცნების მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და წერს, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მმართველი პარტიის ნაბიჯს იწონებს, რუსეთია.

ერთის მხრივევროკავშირინატოევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ აცხადებენრომ ქართული ოცნება ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და  მეორეს მხრივრუსეთი იცავს ქართული ოცნების ამ ნაბიჯს და აცხადებსრომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.

შემდეგი ნაბიჯი კონსტიტუციიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოსეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტსარ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევებირუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაადიდი და კეთილი მეზობელიბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემითეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალითრომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა”, – წერს ჯანელიძე.

***

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა 3 აპრილს გააჟღერა.

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი “ჯაშუშების” გამოსავლენად – რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share