ეს კანონი არის ტყუილი – ცნობილი ქართველი მომღერალი, ნინო ქათამაძე “ოცნების” რუსულ კანონპროექტს “ხელოვნების ჩახშობის კანონს” უწოდებს.
როგორც მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, ხელისუფლება ვალდებულია, მოუსმინოს ხალხს, რომელსაც მისგან განსხვავებული პოზიცია აქვს, თუმცა როგორც ქათამაძემ თქვა, 12 წელია, (ქართული ოცნების) “სიტყვას და ქმედებას ფასი არ აქვს”.
მომღერალმა იმ მძიმე მემკვიდრეობაზე ისაუბრა, როდესაც მას არჩევანის უფლება არ დაუტოვეს და მაშინაც ეს არჩევანი რუსეთი იყო.
”მე დავიბადე ისეთ ქვეყანაში, სადაც არჩევანი არ მქონდა. მე მხოლოდ ერთადერთი არჩევანი დამიტოვეს – რუსეთი იყო ის ადგილი, სადაც მე ვმოღვაწეობდი და ეს მოღვაწეობა ძალიან რთული იყო. იქაც ძალიან გამბედავი ნაბიჯები მაქვს გადადგმული, ასე რომ ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს კანონი, ძალიან ბევრს ვიცნობ, რუსეთში მიღებული კანონის შედეგად არიან დაზარალებულები”- თქვა ნინო ქათამაძემ.
მისი შეფასებით, რუსული კანონი ბერკეტია, ებრძოლონ და ჩაახშონ ნებისმიერი განსხვავებული აზრი და პირველ რიგში ჩაახშონ ეს აზრი ხელოვნებაში.
მომღერალმა სამთავრობო ბოტების შეტევაზეც გაამახვილა ყურადღება –
“მე მეძახიან ნაცს, თუმცა ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ნაცებთან პირველ რიგებში იდგნენ”- თქვა მომერალმა ბრალდებების საპასუხოდ.
ნინო ქათამაძემ ხელოვნების იმ წარმოადგენლებსაც მიმართა, რომლებიც დღეს საშიშ კანონზე პოზიციას არ აფიქსირებენ.
”გავიდა ცხოვრება, ერთმანეთის შვილების მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, ვითხოვ მეგობრულად მანაც არ დააზიანოს ჩემი შვილის მომავალი დავძლიაოთ შიში, დავგეთ ერთად” – ამბობს ნინო ქათამაძე.