სოციალური ქსელის მომხმარებელი გულიკო ლომჯარია ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მოსაზრებას გამჭვირვალობის კანონის შესახებ ეხმაურება და წერს:
”ნამდვილად არ დავიჯერე, რომ ვასილ ჩიგოგიძემ, ჩვენმა ვასიკომ, ის თქვა, რაც გახმაურდა.
ახლა–ჩანაწერიც მოვისმინე…რაო, ყურში ხელს ჩავავლებ და გარეთ გავათრევ ბეშიტაშვილის მსგავსს ვინც გაბედავსო ? ! ?….
ეს შენ ხარ,ჩემო ვასო?ვის უქნევ ასე მკაცრად თითს, ვის ემუქრები , ასე რიხიანად–გათრევით: შენს,ბოდიში–ჩვენს მსახიობებს? ჩვენი თეატრის კოლექტივს?…ჩვენ–თეატრის მაყურებლებს?
ერთ რამეს შეგახსენებ:თეატრი შენი კი არა,ჩვენია მეგობარო –მაყურებლის, მსმენელის,საზოგადოების , ეს შენც კარგად იცი და ყურს, ვინ ვის აუწევს,მაგას დრო გამოაჩენს….. ვხედავ ,,წარმატებებისგან თავბრუდახვევა, მარადიული პრობლემა ყოფილა , ამიტომაც ვთხოვ საახლობლოს, რომელიც რატომღაც ხმაგაკმენდილია,მივხედოთ ამ კაი კაცს,თორემ შეიძლება დავკარგოთ და მერე–გვიანი იქნება” – წერს გულიკო ლომჯარია.