მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი,შინაური ფრინველი და რძის წარმოება შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მესამე კვარტლის მონაცმები გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, 2022 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა და 933.0 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 457.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.3 პროცენტით აღემატება. ღორის რაოდენობა 202.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 15.9 – ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პროცენტით შემცირდა და 10.6 მილიონი ფრთა შეადგინა.

წინასწარი მონაცემებითვე, 2022 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 165.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.3 %-ით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ კი, 16.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 5.8 %-ით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 159.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.0 %-ით აღემატება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share