რუსული კანონის წინააღმდეგ აქციას პარლამენტის წინ უერთდება თეო ხატიაშვილი. კინომცოდნე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე იმყოფება და ამბობს, რომ რუსული კანონი არ უნდა დამტკიცდეს.
”ეს კანონი ნიშნავს ჩვენს საბოლოდ გაფორმებად რუსეთის გუბერნიად და ავტორიტარული მმართველობისა. ეს ხელისუფლება რომ აკეთებდეს თავის საქმეს, არ ვიდგებოდი აქ,“ – ამბობს თეო ხატიაშვილი.