The Economist-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველო გლობალური დემოკრატიის ინდექსით მსოფლიოში 91-ე ადგილს იკავებს და ქვეყანა ჰიბრუდულ რეჟიმადაა მიჩნეული.
შარშან იგივე მონაცემით ქვეყანა 89-ე ადგილს იკავებდა, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი 1 წლის მანძილზე 2 პუნქტით გაუარესდა.
The Economist-ის მიერ ყოველწლიური გამოკითხვა, რომელიც დემოკრატიის ხარისხს აფასებს, მთლიანად 167 ქვეყანაში ტარდება და 5 საზომზეა დამოკიდებული: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური ჩართულობა, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოს ქვეყნების მხოლოდ 8,4% ცხოვრობს “სრულად დემოკრატიულად”, მაშინ, როცა დაახლოებით 2/3-ში ჯერ კიდევ ავტორიტარიზმია.