კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება

21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა, ამ ეტაპზე, არ იგეგმება.

ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

კომენდანტის საათთან დაკავშირებით პირველ თებერვალს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ თქვა, რომ ეს შეზღუდვა “ალბათ, ყველაზე ბოლოს მოიხსნება”. იმნაძემ აღნიშნა, რომ “არ ჰგონია, კომენდანტის საათი აპრილშიც გაგრძელდეს”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share