თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე
“Tamaz Elizbarashvili dog shelter” პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს დათვის ბელებისას, რომელებსაც თვეებია თავშესაფარში ინახავენ. ელიზბარაშვილი წერს რომ წესით, ეს ბელები, სახელმწიფოს უნდა შეენახა, მაგრამ ის თანხა, რაც მიუსაფარი ცხოველებისთვისაა განკუთვნილი, ხელისუფლების ჯურღმულებში ჩაიკარგა:
“ძალიან დააბეჩავა და გააღარიბა საქართველო და მისი მოსახლეობა პანდემიამ. თითქოს მთავრობაც ხელს უწყობს უაზრო რეგულაციებით ქვეყნის მოსახლეობის გაღარიბებას და ეკონომიკის განადგურებას.
ამ დათვის ბელებსაც , რომლებიც კანონით მთავრობის შესანახია , მე ვინახავ. მთავრობის შესანახია იმიტომ, რომ ვერ დაიცვა ბრაკონიერებისაგან და ობლად დატოვა. მერე ის ფული ,რითაც დაობლებული დათვებისთვის დიდი თავშესაფარი უნდა გაეკეთებინა სადღაც მთავრობის ჯურღმულებში ჩაიკარგა.
პანდემიამდე არაფერი აკლდათ. არც საჭმელი, არც სასმელი დათვის ბელებს.დედობას კი ჩვენი ყველაზე უშიშარი გოგო მსოფლიოში , ქეთი ჭალისური უწევს. ამათი ტყეში გაშვება სიკვდილის ტოლფასია , რადგან რომ მოშივდებათ ადამიანს ჩამოაკითხავენ მაჭამეო. საჭმლის მაგივრად კი ცხელ ტყვიას მიიღებენ შუბლში. 3 წლის ,რომ გახდებიან ბელები ცხვარიჭამიაში დათვების კერძო თავშესაფარში უნდა გადავიყვანოთ, რომლის გაკეთებაშიც დიდი წვლილი მიმიძღვის და სადაც ამჟამად 14 ასაკით დიდი ქართული მურა დათვია. გამიჭირდა თავშესაფარის ცხოველების შენახვა . ორ დღეში ერთხელ ვაჭმევ. ღია წერილით მივმართე პრეზიდენტს, მთავრობას ,ბიზნესს ,მაგრამ ამაოდ… ისევ კეთილი ადამიანი თუ გვეხმარება , რისთვისაც დიდი მადლობა მათ. აი ასე ძლივს გააქვს თავი თავშესაფარს.”-წერს ელისბარაშვილი.