“გურიაში ყურძნის მოსაკრეფად კაცს არასდროს არ ქირაობენ, რადგანაც ასეთი სახის სამუშაოზე მეზობლისათვის დახმარებაზე უარის თქმა  ძალიან დიდი სირცხვლია”

ბახვის ვენახის კულტურა

წინამდებარე კორესპონდენციას არა აქვს თვითმყოფადი, თეზისებრივი და დასკვნების მქონე ნაშრომის პრეტენზია. მემხოლოდ მოგახსენებთ მშრალ ფატებს და პირადი დაკვირვების შედეგებს, რომელიც სხვადასხვა დროს გურიაში ყოფნისას შევაგროვე. გურიაში მეღვინეობის შესწავლის მიზნით მე დაკვირვების საგნად შევარჩიე სოფელი ბახვი, რომელიც თავისი გარემოთი და პირობებით წარმოადგენს გურიის მეღვინეობის ცენტრალურ პუნქტს.

  • I

ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელი ბახვი მდებარეობს 7 ვერსტზე ქალაქ ოზურგეთიდან. ამ სოფლისკენ მიმავალი გზა ვაკე ადგილზე გადის და ვარგისია ბორბლიანი საშუალებით გადაადგილებისათვის. სოფელ ბახვს ესაზღვრება: ჩრდილოეთით სოფელი ნაგომარი, აღმოსავლეთით სოფელი ასკანა, სამხრეთით სოფელი ვაკიჯვარი და აჭარის მთები დასავლეთით სოფელი დვაბზუ. ეს სოფელი მდებარეობს მდინარეების ბახვის-წყალსა და და ნატანებს შორის, პირველი ჩამოედინება სოფელ ბახვში და მიედინება ექვსნახევარი ვერსტის მანძილზე, ანუ სოფელი ფამფალეთიდან ნაგომრის შოსემდე. ბახვი ზღვის დონიდან დაახლოებით 560 ფუტის სიმაღლეზეა. სოფელ ქვედა ბახვის ყველაზე მაღალი წერტილი წარმოადგენს ზღვარს, რომლის ქვემოთაც ვენახის გაშენება არ ხდება. ხოლო სოფელი ბაღდადი არის ზედა წერტილი, რომლის ზემოთაც ვენახის კულტივირება არ ხდება. ჩდილო-აღმოსავლეთით გადაშლილია აჭარის მთები, რომელთა მწვერვალები თითქმის მუდმივადაა თოვლით დაფარული.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მთის მდინარე ბახვის-წყალი მიედინება, ვენახები ბახვის მეღვინეობის რაიონში არასოდეს არ ირწყვება. 1954 წლიდან დღემდე ვენახების მდგომარეობა, როგორც მაღლობ ისე დაბლობ ადგილებზე ვენახუს დაავადების გამო უაღრესად გაუარესებულია, ვენახის განადგურე­ბელ ავადმყოფობას ადგილობრივები ნაცარს (Oldium Tukeri) ეძახიან, მათი თქმით ნაცარის შემოტევა იწყება ივლისის დასასრულს იწყება. ამ დაავადების ნიშნები შემდეგია: ყურძნის მტევანი და თითოეულ მარცვალთან ერთად იფარება თეთრი მტვრით, ზუსტად ისეთივე, როგორიც აქვს დამწვარ ნახშირს. მარცვლები ნელ-ნელა შრება და სკდება, შემდეგში კი ცვივა იმ ხეებიდან, რომლებზეც ვენახია შემოხვეული. ზოგან ხის წვერზე არსებული ყურძნის მტევნები ახერხებენ გადარჩენას, ხოლო რაც უფრო დაბლაა ყურძნის მტევანი ავადმყოფობა მით უფრო აზიანებს. საკვირველია რომ იგივე ავადმყოფობამ გავრცელება ვერ მოახერხა ქუთაისის გუბერნიის რაჭისა და შორაპანის მაზრებში!?

კლიმატური პირობების მიხედვით ბახვის რაიონი არცთუ ისე ცუდია მეღვინეობისათვის, ტემპერატურა სხვა ადგილებთან შედარებით წლის ოთხივე დროს „მსუბუქია“, კერძოდ ზამთრისა და შემოდგომის თვეები ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში 7-8ºRé გრადუსია, ხოლო ზაფხულისა და გაზაფხულის თვეები შედარებით მშრალია. ამ წლამდე თითქმის არასდროს არ ყოფილა ყინვა, ამ წელს კი 10 თებერვლიდან იყო 15ºRé (15ºRé=18.75000℃) ხოლო 10 მარტიდან 4ºRé რეომიურით (Ré). ამიერკავკასიის ვენახების ავადმყოფობა მცირე გამოკლებით იყო ადრეული ყინვა, რომელიც ადრეაუმჯობესებდა, როგორც ყურძნის ისე ღვინის ხარისხს, გემოს და ღირებულებას. ამჟამად კი ყინვების დადგომა იწვევს უკუქმედებას და დამღუპველია ვენახებისათვის.

სოფელ ბახვში ძირითადად ქრის დასავლეთის ქარი, რომელიც სასარგებლო და სასურველია ვენახისათვის. აღმოსავლეთის ქარი კი აქ იშვიათობაა, ასაკოვანი ხალხის თქმით აღმოსავლეთის ქარი აშრობს და აფუჭებს ყურძენს.

ბახვის მეღვინეობის რაიონში შავი და თეთრი ყურძნის ჯიშებიდან გემოთი, ხარისხითა და სიმაგრით საუკეთესოა შემდეგი ჯიშები: შავი ჯიშებიდან: ჩხავერი, მტევანდიდი, ორონა, მტრედისფეხა და ა.შ. თეთრი ჯიშებიდან: თეთრიყურძენი, საკმიელა და ა.შ.

აქაური ნიადაგის ზედა ფენა არის საუკეთესო შავმიწა, მისქვემოთ კი თიხნარის გრუნტია. ზემოთ დასახელებული ყურძნის ჯიშების გარდა, კიდევ არსებობს სხვა მრავალი დასახლელების ჯიში, მაგრამ მათი სიმრავლის მიუხედავად მათი გემო, ხარისხი და ღირებულებაერთნაირია. ჩემი აზრით ამ ჯიშებმა მათი დასახლებები იმის გამო კი არ მიიღეს, რომ განსხვდებოდნენ სხვა ჯიშებისაგან, არამედ იმიტომ, რომ ასე ისურვა ბაღის ან ვენახის პატრონმა.

  • II

ვენახები გაშენებულია ბორცვებზე, გორებზე და ვაკეზე გაშლილ ღია ადგილებზე, არატერასულად, არამწკრივებში და არც ტალავერზე, აი ისე როგორ გამოუვათ, თავის ნებაზე, ანუ ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე, უმეტესად თხმელის ხესთან, რომელზეც ვაზი გირლანდისებურადაა შემოხვეული.

„ვენახისრგვა“ ანუ ვაზის დარგვა ხდება შემდეგნაირად: თხმელის ან რომელიმე ხილის ხესთან ახლოს ითხრება ორმო, არაუმეტეს ¼ არშინისა, რომელშიც ჰორიზონტალურად იდება დასარგავად შერჩეული ვაზის ნერგი, რომელსაც დაყრიან მიწას,დანარჩენი კი მინდობილი აქვს დედაბუნებას და მის წყალობას. არსებობს ვენახის დარგვის სხვა წესიც, რომლსაც ადგილობრივები ეძახიან „დამაგინებას“, ამ წესის დარგვისას წინასწარ თხრიან ½ არშინის სიღრმის ორმოს, ვენახის ძირიდან ფრთხილად და თანმიმდევრულად ხრიან ვენახის ტანს ამ ორმოსაკენ, რომელსაც ჩადების შემდეგ აყრიან მიწას, რომელსაც ზედმიწევნით მყარად ტკეპნიან. როგორც პირველ ისე მეორე შემთხვევაში ვენახის დარგვა იწყება 7 მარტიდან და გრძელდება 10 აპრილამდე. დამაგინებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ პირველი ძირიდან მომავალი და ორმოში გადარგული ვენახის ტანი იჭრება, რითაც დამაგინებულ ძირს ეძლევა დამოუკიდებელი განვითარების საშუალება.

სამიდან ოთხ წლამდე ვენახი რჩება ყოველგვარი განახლების, გადარგვის და გაუმჯობესების გარეშე… ვენახი სამიდან ხუთ წლამდე ისვენებს. მუდმივი ავადმყოფობის გამო ადგილობრივივაზის ჯიშების მდგომარეობა არათუ გაუარესებულია არამედ სრულიად გადაგვარების გზას ადგანას, რის გამოც გურიის მოსახლეობამ ადგილობრივი კავკასიური ჯიშების ნაცვლად ხელი მიჰყო ყირიმის სანაპიროდან შემოტანილი ვაზის გაშენებას.

არსად გურიაში არ არსებობს ადგილობრივი ვაზის ჯიშების სანერგე-საშენი მეურნეობა, თუ არ ჩავთვლით ქალაქ ოზურგეთში არსებულ გრიგოლ ჯაყელის, თავადი გრიგოლ გურიელის და პროტოირეის (დეკანოზი) სიმონ ქიქოძის ვაზის სანერგე მეურნეობებს, ყველა ამ ბატონმა შემოიტანა ვაზის ნერგები ყირიმის სამხრეთ სანაპიროებიდან, კერძოდ ნიკიტსკის საიმპერატორო ბაღიდან. გურიაშ ნერგებმა ბრწყინვალედ გაიხარეს, ავადმყოფობა არ ეყრებათ და კარგად შეგუებულნი არიან ადგილობრივ კლიმატურ პირობებს.

გავმეორდები და გეტყვით, რომ არამარტო ბახვის არამედ მთელი ოზურგეთის მაზრის  მოსახლეობა დაკავებულია ყირიმიდან შემოტანილი ვაზის ჯიშების გაშენებით, რომელთაგან ყველაზე მეტად ჭარბობს „იზაბელას“ ჯიში, რომელსაც ვერ აზიანებს ავადმყოფობები, იზაბელას ყურძენი უგემურია, ღვინო ღია ვარდისფერია, სიმაგრე არა აქვს და ტემპერატურის მატებასთან ერთად სწრაფად ძმარდება.

ვენახის გადაჭრა და გასხვლა ყველგან პირველყოფილი წესით იმ ხანჯლის ან დანის გამოყენებით ხდება, რომლებსაც ასევე იყენებენ ქათმის და სხვა შინაური წვრილფეხა საქონლის დასაკლავად. შავმიწა ნიადაგზე მდგარ თხმელის ხეებზე ვაზს წვრილი წკნელებით ათ ადგილზე ამაგრებენ.

უდავოა, რომ არასდროს არავინ არ დაკვირვებია იმას თუ რა გავლენას ახდენდა ვაზის განვითარებაზე სხვადასხვა ვაზის ჯიშების ერთმანეთის სიახლოვეს დარგვა და აზიანებს თუ არა ერთი ჯიშის სიახლე მეორეს. ასე მაგალითად სადაც დარგულია „ჩხავერი“, „მტევანდიდი“ და ა.შ.ხშირ შემთხვევაში ძალიან ახლოს დარგულია იზაბელა. უცილოდ და დაზუსტებულად შეიძლება ითქვას, რომ „თეთრი ყურძენი“, „ორონა“, „მტრედისფეხი“, „ჩხავერი“, „მტევანდიდი“ სრულად შეესაბამება ბახვის ადგილმდებარეობას. დასახელებული ჯიშებიდან ამ დროისათვის აყენებენ საუკეთესო ხარისხის და გემოს მქონე მუქი წითელი ფერის ღვინოებს. „თეთრი ყურძენი“ კი არის საუკეთესო სუფრის ყურძენი, რომელსაც აქვს საუცხოო არომატი და სასიამოვნო გემო. ყირიმის ომის დროს (1853-1856 წლები) მაშინ როდესაც გურია სავსე იყო რუსული ჯარით, გურულები ძალიან დიდი რაოდენობის ღვინოს აყენებდნენ, ერთი საწყაო ღვინო ღირდა 30 კაპიკი ვერცხლით, ახლა ერთი საწყაო ღვინოსაც კი ვერ იშოვით ოცდაათ ვერცხლის მანეთადაც. ეს იყო დრო, როცა ტაპეზის წინ წყალს სტუმარს ხელის დასაბანადაც კი არ აწვდიდნენ, ახლა კი იშვიათად აქვს ვინმეს ღვინო დასალევად.

რაც შეეხება ვაზის დამუშავებას, გეტყვით, რომ არამარტო სოფელ ბახვში, არამედ მთელ გურიაშიარ ხდება ვაზისჩვეულებრივი გასხვლა, გაწმენდა. არ მუშავდება ნიადაგი ორმოულად, არასდროს არ ამტვრევენ ზედმეტ ტოტებს და არ ანოყიერებენ ნიადაგს, ყველა ჩამოთვლილი საქმიანობა მინდობილი აქვს ბუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვისაუბრე იმ დაავადებაზე, რომელიც შეყრილი აქვს ვაზის ადგილობრივ ჯიშებს, საჭიროდ ვთვლი კიდევ ვისაუბრო ამ საკითხზე, რადგანაც ზემოხსენებული და სხვა ჯიშები დაავადებულნი არიან უმძიმესი ავადმყოფობით, რომლიც ანადგურებს საუკეთესო, უძვირფასეს და ბრწყინვალე გემოვნობის მქონე ვაზის ჯიშებს. აქაური ვაზის დაავადები არის ორი სახის: პირველი – ივლისის თვის ბოლოს, როცა ყურძნის მარცვლები მთლიანად შეივსება, მარცვლის კანი იწყებს მქრქალი სითეთრით დაფარვას, რის შემდეგაც წარმოიქმნება სხვადა სხვა ფორმის პატარა ბუშტები, დაავადების შემდგომი გაძლიერება იწვევს შემდეგ შედეგებს: უკლებლივ ყველა ჯიშის ყურძნის მტევანი იწყებს გახმობას და შემდეგში კი ქვემოთ ცვივა, დაბალზე არსებული მტევნებისაგან განსხვავებით ხეზე ხუთ-ექვს საჟენზე მაღლა მყოფი ყურძნის მტევნები ახერხებს გადარჩენას საერთო დაავადებისაგან. ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ დაავადებაზე დაკვირვებას აცხადებენ, რომ დაავადებას სიმაღლეზე არა აქვს გამანადგურებელი შედეგი! ადგილობრივი ვაზის მეორე დაავადების ნიშნები გახლავთ შემდეგი: 15 აგვისტოდან ყურძნის ყველა მტევანი იფარება შავი მიკროსკოპული წერტილებით, რასაც თან მოსდევს სათითაოდ ყველა მარცვალზე აბლაბუდის მოდება, რის შემდეგაც ყურძნის მტევანი ჭკნება, იწყებს დალპობას, მაგრამ ქვემოთ არ ცვივა. ამ დაავადებისაგან საშველი არა აქვს არც იმ მტევნებს, რომლებიც ხის წვერზე იზრდებიან. ბახვში ვენახებს უკავია  860 ქცევა მიწის ნაკვეთი, ხოლო სახნავ-სათესი და სხვა დანიშნულების მიწა მთლიანად არის 2000 ქცევის ფარობი.

დაავადების შემოსვლამდე ერთი ქცევა საუკეთესო ვენახით დაკავებული უმაღლესი ხარისხის მიწის ღირებულება იწყება 60 მანეთი ვარცხლით და იზრდება 75 მანეთ ვერცხლამდე. მეორე ხარისხის მიწის ნაკვეთი ერთი ქცევის ფასი იწყება 40 მანეთი ვერცხლით და იზრდება 58 მანეთვერცხლამდე. ყველაზე უფრო ცუდი ნაკვეთის ერთი ქცევის ფასი იწყება 28 მანეთი ვერცხლით და ადის 35 მანეთ ვერცხლამდე.

რაც შეეხება იმ ხარჯებს, რომლის გაწევაც საჭიროა ვენახის წესიერად მოსავლელად მისი აღიცხვა არც ბახვში და არც სხვაგან არასად არ ხდება. რადგაანაც ვენახის დამუშავება აქაურების მიერ ხდება არტელურ საწყისებზე. შესაბამისად დამუშავებისას არ ხდება მევენახეობის ან მებაღეობის რაიმე სახის წესების დაცვა. ზოგადად ადგილობრივ მცხოვრებთ ვენახის მიმართ უზრუნველი დამოკიდებულება აქვთ და მათი მხრიდან რაიმე სახის ენეგრგიული მუშაობა აქ არ შემიმჩნევია.

  • III

როგორც ბახვში, ისე სხვაგან ვენახები შემოღობილი არ არის, რის გამოც შეღობვასთან დაკავშირებული ხარჯებიც არ არსებობს. ყველაზე დიდი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ვენახის ძირებს შემობარავენ ½ არშინის სიფართეზე და 12 ვერშოკის სიღრმეზე.

ისე როგორც მთელს ქუთაისის გუბერნიაში აქაც რთველი იყოფა სამ ნაწილად:

1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე ყურძენი იკრიფება მაჭრის (ახალი ღვინო) დასაყენებელად, რომელსაც საოჯახოდ წვენის სახით სვამენ, ამიტომაც ამ ღვინის მაჭარს ეძახიან.

15 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე იკრიფება ყურძენი  სახლისათვის საზამთროდ მოსახმარი ღვინის დასაყენებლად; რომელიც ოჯახს უნდა ეყოს შემდგომი მოსავლის აღებამდე.

1 დეკემბრიდან ამ თვის დასასრულამდე მოკრეფილი მოსავლით ყენდება გასაყიდი და სახლში ხანგრძლივი შენახვის დანიშნულების ღვინო. დაავადების შემოსვლამდე არსებული წესის მიხედვით მიიჩნევდნენ, რომ რაც უფრო გვიან მოკრეფდნენ ყურძენს მით უფრო ღირებული და ძვირფასი ღვინის მიღებას შესძლებდნენ. გვიან ყურძნის მოკრეფის შედეგად ღვინო ინახებოდა ძალიან დიდი ხანს ათწლეულების მანძილზე და არ ფუჭდებოდა. ყველაფერი ეს ხდებოდა იმ ნეტარ დროში, როდესაც არ არსებობდა ვენახის არანაირი დაავდება, ხოლო 1854 წლიდან, განსაკუთრებით კი 1870 წლიდან წარმოიშვა აუცილებლობა ყურძნის მოსავალი აეღოთ არაუგვიანეს 25 ნოემბრისა.

საუკეთესო და რჩეული ვაზის ჯიშების (რომელიც ზემოთ უკვე ჩამოვთვალე) ყურძენი მოკრეფისას ექვემდებარება შემდეგ დახარისხებას: თითოეული ხიდან მოკრეფილი ყურძენი ცალცალკე იყრება დაწნულ გოდრებში, რომლებიც წინასწარ აქვთ მომზადებლი სხვადასხვა ჯიშის ყურძნისათვის. ცუდი ჯიშების ყურძენი კი იყრება ერთ საერთო გოდორში.იმისდა მიხედვით თუ როგორი არის შემოდგომა, განსაკუთრებით კი ოქტომბრის პირველ ნახევარი და მთელი ნოემბერი ტემპერატურამოსავლის აღებისას დიდწილად არის 9- 12 გრადუსი.

როცა დგება ყურძნის მოკრეფის პერიოდი ადგილობრივი მცხოვრებნი სრული  შემადგენლობით ქალი და კაცი, დიდი თუ პატარა 10-14 წლის ბავშვების ჩათვლით დაკავებული არიან „გიდელის“ კეთებით.

გურულები ყურძნის კრეფისას სულ მღერიან „სახასიათო სიმღერებს“, რომელთა არსის მიხედვით ისინი, როგორც ღვინის დამყენებლები ადიდებენ ღვინოს და ღმერთს შესთხოვენ, რომ ვინც მათ ღვინოს დალევს განიცდიდეს სიხარულს, მხიარულებას, ბედნიერებას და ა.შ.

გიდლის დაწნასთან დაკავშირებული სამუშაოების დამთავრების შემდეგ, მამაკაცები მხარზე ან წელზე მიკრული გიდელით  გამოდიან ბაღშისამუშაოდ, გარდა ამისა ხელში ყველას უჭირავს ვენახის ლერწიდან დაწნული3-დან 14 საჟენამდე სიგრძის ბაწარი, რომლის გამოყენებით ადიან ხის წვერზე დაქვემოთ უშვებენ ყურძნით სავსე გიდელს. სანამ ქვემოთ მყოფი გაცლის ერთ გიდელს, უკვე სხვა გიდელი ჩამოდის გასაცლელად.ხის ძირში მდგარი აკურატულად ათავსებს გიდლიდან გადმოყრილ ყურძენს გოდორებში, რომლებიც დგას ყველა იმ ხის ძირში, რომელზეც შემოხვეულია საუკეთესო ჯიშის ვენახი. როცა გოდორი ივსება მას ძალიან ფრთხილად  ურემზე დგამენ და მიაქვთ მარანში, რომელიც წარმოადგენს სპეციალურ ნაგებობას სადაც ყურძენი უნდა დაიჭნიხოს. ცუდი ჯიშის ყურძენი მათ შორის იზაბელა ხეებიდან ჩამოაქვთ გაუფრთხილებლად და პირდაპირ ყრიან ურემზე, რომელზეც მხოლოდ ჩალა აქვთ დაფენილი. კაცის სამუშაოდ დღე-ღამით დაქირავების ღირებულებაა 15-დან 25 კაპიკ ვერცხლამდე. თუმცა გურიაში ყურძნის მოსაკრეფად კაცს არასდროს არ ქირაობენ, რადგანაც ასეთი სახის სამუშაოზე მეზობლისათვის დახმარებაზე უარის თქმა  ძალიან დიდი სირცხვლია, რა დროსაც მნიშვნელობა არა აქვს ეს მეზობელი მისი მტერია თუ მოყვარე.

სოფელ ბახვში 1854 წელს ერთ ქცევიდან ღებულობდნენ (900 კვადრატული საჟენი) პირველი ხარისხის საუკეთესო ხარისხის 40-70 საწყაომდე (75-დან 131 ვედრო) ღვინოს, მეორე ხარისხის წყალგარეული ღვინოს 50-დან 80 საწყაომდე (93 დან 150 ვედრომდე). იმ დროინდელი ფასები: ერთი საწყაო საუკეთესო ღვინო – 2 მანეთი, მეორე ხარისხისა – 1 მანეთი და 30 კაპიკი.

1954 წლიდან 1870 წლამდე ერთი ქცევიდან ღებულობდნენ 27-დან 45 საწყაომდე პირველი ხარისხის ღვინოს, ხოლო მეორე ხარისხისა 48-იდან 60 საწყაომდე. 1870 წლიდან დღემდე მოსავალი კიდევ უფრო შემცირდა და ერთი ქცევიდან მიიღება 9 საწყაო პირველი ხარისხის ღვინო, ხოლო მეორე ხარისხისა 25 საწყაო (1 საწყაო – დაახლოებით 12-13 ლიტრი).

1870 წლის შემდეგ ღვინის საშუალო მოსავალი ქცევაზე არის 9-დან 15 საწყაომდე. 1870 წელს მთელ გურიაში მიღებული იყო 10 საწყაო ერთ ქცევაზე. საეჭვო არაა ის, რომ საუკეთესო ადგილები მეღვინეობისათვის გურიაში არის: ჩოხატაური, საჯავახო, ასკანა, შემოქმედი, ლიხაური და ბახვი. მიუხედავად იმისა, რომ აქ არსებული ვენახები დაავადებულია, ქცევაზე შესაძლებელია 27-დან 30-დე საწყაო ღვინის მიღება, ერთი საწყაო ამ დროისათვის იყიდება 10-დან 15 მანეთამდე ვერცხლით. უფრო მეტად ყურძნად გასაყიდ ჯიშებს წარმოადგენს: ჩხავერი, ხემხუ, ჭუმუტა, თეთრი ყურძენი. გურიაში ყურძენს ყიდიან არა ფუნტებად არამედ გოდრებად, ხოლო 5-დან 6,5  ფუნტამდე ტევადობის ყურძნით სავსე გოდორი 40 კაპიკ ვერცხლზე მეტი არ ღირს. საბაზრო დღეებში ქალაქ ოზურგეთში მიმდებარე სოფლებიდან მოსახლეობას შემოაქვს ყურძენი ქალაქის მომხმარებლებისათვის. ხოლო მაზრის ისეთ ადგილებში, რომელბიც მოშორებულია ოზურგეთიდან არც გასაყიდი ბაზარია და არც მყიდველი.

  • IV 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი კავკასიის მხარის მეღვინეები არათუ პრესავენ ყურძენს, არამედ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არა აქვთ. წითელი ღვინის დაყენება ხდება შემდეგი წესით: იდგმება საწნახელი, რომელშიც ყრიან ყურძენს, საწნახელში ჩადიან მუხლებამდე შარვალაკეცილი გლეხები, რომლებიც იწყებენ ფეხებით ყურძნის დაჭნეხვას და ამ ოპერაციას ერთმანეთის ჩანაცვლებით აგრძლებენ შეუჩერებლივ9-დან 14 საათამდე, რის შემდეგაც საწნახელს დაჭნეხილ ყურძენთან ერთად ტოვებენ 3-დან 5 დღის განმავლობაში, ამის შემდეგ დაჭნხილ ყურძენს ჭაჭასთანდა წვენთან ერთად ათავსებენ ქვაბში და იწყებენ მის მოხარშვას, პირველ ეტეპზე 8 საათის განმავლობაში ხდება მსუბუქი ხარშვა დაბალ ცეცხლზე, რის შემდეგაც 6 საათის განმავლობაში უკიდდურესად მაღალტემპერატურაზე ადუღებენ დაჭნეხილი ყურძნის მასას. ყოველივე ამის დამთავრების შემდეგ მეღვინე ამ მასას 1 ან 2 დღის განმავლობაში ტოვებს ამავე ქვაბში, რის შემდეგაც ასხამენ ჭურში, ასეთ ჭურებში ჩადის 100-დან 500 ვედრომდე ღვინო. ადგილს სადაც ჩაფლულია ჭურები, როგორც ზემოთ მოგახსენეთ ეძახიან მარანს. ჭურიდან ღვინო ამოაქვთ ჭურჭლით რომელსაც „კოპე“-ს ეძახიან.

თეთრი ღვინის მომზადების პროცედურა თითქმის ისეთივეა როგორც წითელი ღვინის მომზადებისა. მოკრეფისთანავეყურძენს ყრიან საწნახელში და იწყებენ მის დაჭნეხას, ოღონდ წითელისაგან განსხვავებით დაჭნეხილ მასას აღარ ხაშავენ. დაჭნეხიდან სამი დღის შემდეგ ასხამენ ჭურში. ხელახლა მოგახსენებთ, რომ არამარტო გურიაში არამედ მთლიანად ამიერკავკასის მხარეში არ არსებობს არანაირი აპარატი, რომლითაც შეიძლება ყურძნის დაპრესვა და წვენის გამოღება (თუ არ ჩავთვლით გერმანელ კოლონისტებს), ყურძნის დამუშავება ხდება ნოეს პერიოდიდან შემორჩენილი პირველყოფილი მეთოდებითა და წესებით.

აღწერილ მხარეში ანუ ბახვის მეღვინეობის რაიონში, ისევე როგორც მთელ გურიასა და ქუთაისის გუბერნიაში ღვინოს ინახავენ მხოლოდ ჭურებში და არ არსებობს ღვინის შესანახი სარდაფები. ღვინის ჩასხმამდე ჭურს საგულდაგულოდ რეცხავენ, ჭურის რეცხვა მიმდინარეობს შემდეგნაირად: ჭურში ასხამენ ცხელ წყალს და რეცხავენ ზედმიწევნით დღენახევარის განმავლობაში, ჭურის რეცხვა ხდება ცოცოხით, რომელიც წარმოადგენს ჭურის სიღმის შესაფერისი სიგრძისა და სამი თითის სისქის ჯოხს, რომელზეცშემოკრულია ძმერხლის ქერქის ნაჭრები,ჭურის სარეც ხსენებულ ინსტრუმენტს ეძახიან „ორჩხუშს“.

დაწურული ყურძნის ჭაჭიდან ხდიან ხილის არაყს, არყის გამოხდის შედეგ კი ჭაჭას იყენებენშინაურ პირუტყვის, განსაკუთრებით კი ღორების საკვებად.

ბახვისა და ზემოხსენებული სოფლების მეღვინეობის რაიონები 1854 წლამდე განთქმული იყვნენსაუკეთესო ხარისხის, ღირებულების და გემოს მქონე ღვინოებით, რომელთაც ჰქონდა ძალიან დიდი ხნის პერიოდში შენახვის თვისება, ეს ღვინოები არც ძმარდებოდა და არც სხვანაირად ფუჭდებოდა თვით საზღვაო გზით გადაზიდვის პირობებშიაც კი. 1854 წლის შემდეგ, უმეტესად კი 1870 წლიდან შენახულ ღვინოებში, ზოგ შემთხვევაში დღეისათვის უკვე შეიმჩნევა უცნაური სიმჟავე.

გასაღების ბაზარის საკითხთან დაკავშრებით მოგახსენებთ, რომ ბახვის მეღვინეობის რაიონში ღვინის დაყენებიდან ოთხი თვის გასვლის შემდეგ იწყება აქ დამზადებული ყველა სახის ღვინის გაყიდვა, რა თქმაუნდა რაც უფრო ძველია ღვინო იგი მით უფრო ძვირად ფასობს.

ახლა გადავიდეთ ტექნიკურ მონაცემებზე. ღვინის დაყენების პირველ ეტაპზე 2-დან 3,5 ფუთი ყურძენი სჭირდება ერთი საწყაო ღვინის დაყენებას, საერთოდ გურიაში ყურძენს არათუ არასდროს არანაირი ქიმიური ანალიზი არ ჩატარებია,  სახლის პირობებშიაც კი არანაირი დაკვირვება არავის არ უწარმოებია.

1854 წლამდე ბახვში ამზადებდნენ 2 ათასიდან 4 ათასამდე საწყაო ღვინოს, ხოლო ამ დროისათვის (1865 წლიდან განსაკუთრებით კი 1870 წლიდან) 800-დან 1500-დე საწყაო ღვინოს. ბახვის მეღვინეობის რაიონში 1879 წელს მოწვეული იქნა 1890 ფუთი ყურძენი, ბოლო 20 წლის (1850-1870 წლები)  ყურძნის მთლიანი მოსავალი შეადგენს 80 000 ფუთს.

  • V

ღვინით ვაჭრობა და მისი მოხმარა: სოფლებში შემოქმედში, ლიხაურში, საჯავახოში, ჩოხატაურში, ასკანაში, ბახვში, ჯუმათში, ბაილეთში, აცანაში და ბაღდადში დაყენებული ღვინიდან საკუთარი მოხმარებისათვის იტოვებდნენ დაყენებული ღვინის ნახევარს, ოზურგეთში გასაყიდად გაჰქონდათ მთლიანი ღვინის 1/3-ი, ხოლო დანარჩენი გასაყიდად გაჰქონდათ – ახალციხეში, ორპირსა და ფოთში, ხოლო ფოთიდან თბომავლებით გაჰქონდათ სოხუმსა და გაგრაში. ეს ყველაფერი ხდებოდა დაავადების დაწყებამდეანუ 1854 წლამდე. სწორედაც რომ სოხუმსა და გარაში სადაც მაშინ რუსეთის ჯარების დიდი რაოდენობის ნაწილები იდგნენ ასევე დიდი პარტიებით შეჰქონდა გურიის ღვინო. 1969 წლიდან გაგრაში ღვინის გატანა საერთოდ შეწყდა, ხოლო სოხუმში მნიშვნელოვნად იკლო ღვინის გატანამ, მაგრამ გურიის ღვინის ტრანსპორტირება დაიწყო ნოვოროსიისკში,

1854 წლის შემდეგ გურიაში დაყენებული ღვინიდან ¼-ს მოსახლეობა იყენებს საკუთარი მოხმარებისათვის, 1/3-ი იყიდება ადგილზე ოზურგეთის მაზრაში, ხოლო დანარჩენი გასაყიდად იგზავნება ფოთში, ზუგდიდის მაზრაში, ასევე ნაწილი იგზავნება სენაკის და ახალციხის მაზრებში და თბისიში.

1873 წელს ოზურგეთიდან ერთმა აქაურმა ვაჭარმა (ბატონი – ტ) ოდესაში რუმბით წაიღო  შემოქმედის ღვინო. ოდესაში ვაჭარმა გაიცნო პირები, რომლებიც ეწეოდნენ ევროპული ღვინით ვაჭრობას, რომლებსაც შესამოწმებლად გადასცა ჩატანილი ღვინო. ექსპერტების დასკვნით, შემოქმედის ღვინო მცირედი ფაბრიკაციისა და ბოთლებში ჩამოსხმის შემდეგ  შესაძლებელი იყო დიდი წარმატებით გაყიდულიყო ევროპული ღვინის ნაცვლად. უკან დაბრუნებისას ოზურგეთელმა ვაჭარმა ჩამოიტანა ბოთლებში ჩამოსხმული ფაბრიკებული გურული ღვინო, რომელიც ადგილზე ერთი ბოთლი იყიდებოდა 1 მანეთად და 75 კაპიკად ვერცხლით.  როგორც კი ადგილობრივი ღვინის შესახებ ინფორმაციის მოგორვება დავიწყე, ეს ვაჭარი თავად დამიკავშირდა და მაცნობა შემოქმედის ღვინოზე ყოველივე ზემოხსენებული. ოზურგეთელი ვაჭარი აპირებს კვლავ განახორციელოს მისი ცდა უფრო დიდი მოცულობით. ამ ფაქტიდან შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საუკეთესო ჯიშის გურიის ღვინოების გადაზიდვა შესაძლებელია საზღვაო გზებით, რა დროსაც მათი გაფუჭების საშიშროება არ არსებობს. ამის შემდეგ საკვირველია იმაზე საუბარი, რომ კავკასიური ღვინოები მალე ფუჭდება.

ასევე საჭიროდ მიმაჩნია ვთქვა, რომ როცა ყურძნის მოსავალი ყველგან უხვი იყო (1854 წელი), რა თქმა უნდა გურიიდან არ შეჰქონდათ გურიის ღვინო ზუგდიდისა და სენაკის მაზრებში, რადაგანაც სამეგრელოში საკუთარი საუკეთესო ვენახები ჰქონდათ და აყენებდნენ  საკუთესო ღვინოებს, რომლებიც თავისი გემოთა და ფერით არ ჩამოუვარდებოდნენ საუკეთესო კახურ თეთრ ღვინოებს.  ასეთი ღვინოები ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს თავადის ქალს ეკატერინე დადიანს (სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის მეუღლეს).

არცერთ ზემოხსენებულ მეღვინეობაში, მათ შორის გერმანელი კოლონისტების მიერაც კი არცერთი სახეობის ღვინის დაყენებისას არ გამოიყენება საფუარი, რის გამოც მასზე ფასების დადგენა შეუძლებელია, ყოველშემთხვევაში ამ დროისათვის მასზე არანაირი მოთხოვნა გურიაში არ არის. რათქმა უნდა არაყისა და სპირტის გამოხდის დროს ადგილობრივები იყენებენ საფუარს, რომელსაც ამზადებენ სიმინდის ფქვილისაგან, მაგრამ დანამატების გარეშე, საფუარის დანამატების შესახებ ადგილობრივებს არანარი წარმოდგენა არ გააჩნიათ.

1870 წელს ბახვის მეღვინეობის საშუალო წლიური საქონელბრუნვა აქ შეგროვებული მონაცემების მიხედვით ასეთია: დაყენებული ღვინო 1780 ვედრო, გადაზიდვის გარეშე ერთი ვედრო გაიყიდა 2 მანეთი და 40 კაპიკი ვერცხლით, ხოლო უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ანუ 1850 წლიდან 1870 წლამდე შეგროვებული ზეპირი ინფორმაციით დაყენებული იქნა 60 ათასი ვედრო, ყოველი ვედრო გაიყიდა 1 მანეთი ვერცხლით (გადაზიდვის გარეშე), ზეპირი მონაცემები ჩემს მიერ შეგროვებული იქნა გამოცდილი მეღვინეებისაგან, რომლებიც იმსახურებენ სრულ ნდობას, კერძოდ ინფომაცია მივიღე თავადი გრიგოლ წულიკიძის, თავადი ყაისარ ნაკაშიძის, პროტოირეი (დეკანოზი) სიმონ ქიქოძისაგან, რომლებიც განსაკუთრებით გულდასმით აქცევენ ყურადღებას სოფელ ბახვის მეღვინეობას. ყველა ჩამოთვლილი პირი დიდი პოპულარობით სარგებლობენ თავიანთ თანამემამულეებში, როგორც გურიის მეღვინეობის ისე სხვა ყველა საკითხში.

საუკეთესო ჯიშის, ღირსების, ხარისხის და ასევე საუკეთესო დამზადების ღვინო, რომელიც დაყენებულია ზედმიწევნით ადგილობრივი წესების დაცვით შემდეგი ღირებულების გახლავთ: 1870-დან 1873 წლამდე ერთი საწყაოს (ანუ 30 ბოთლი) ღირებულება იყო არაუმეტეს 8 მანეთისა და 60 კაპიკი ვერცხლით.

საშუალო ხარისხის ღვინოები კი რომლებიც ცუდი ჯიშებიდან კთდება შეიძლება იყიდოთ 2-დან და არაუმეტეს 3 მანეთ ვერცხლად. რაც შეეხება ღვინის მარაგს სოფელ შემოქმედში, ლიხაურში, საჯავახოში, ჩოხატაურში, ასკანაში, ბახვში, ჯუმათში, ბაილეთში, აცანაში და ბაღდადში, ამ დროისათვის ღვინის მარაგის რაოდენობა ამ სოფლებში არის 1600 საწყაო.

უცილოდ შეიძლება ითქვას, რომ 1870 წლამდე იყიდებოდა მხოლოდ რუმბებში ჩასხმული ღვინო, ხოლო 1870 წლიდან გაყიდვაში გამოჩნდა კუპრით თავადაცულ ბოთლებში  ჩამოსხმული ადგილობრივი წარმოების ღვინოები, რომლებიც ამჟამადაც გვხვდება გაყიდვაში. ბოთლებში ღვინის ჩამოსხმას გურიაში სათავე დაუდეს ზემოხსენებულმა პირებმა. დეკანოზ სიმონ ქიქოძეს შემონახული აქვს ბოთლებში ჩამოსხმული ბახვის ღვინოები, რომელიც დამზადებულია საუკეთესო ჯიშის ჩხავერისაგან. ყირიმის ომამდე (1854 წელი) დეკანოზს მიწაში ჩაუფლავს 300 ბოთლი საუკეთესო ჩხავერის ღვინო. ხოლო როცა ოზურგეთში მტერი შემოვიდა (1855 წელი) დეკანოზის ახლობლებმა ამოიღეს მიწიდან ეს ღვინო და დალიეს. ამ დროისათვის დეკანოზსს ასეთი ღვინო შემონახული აქვს მხოლოდ ორი ბოთლი. ეს ღვინო ფერით, გემოთი და შუშხუნით უფრო მაღლა დგას ვიდრე დონის შუშხუნა ღვინოები…

გადავდივართ საკითხზე თუ როგორ ხდება ღვინით ვაჭრობა და საით მიდის ის? გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ 1854 წლამდე, ოზურგეთის მაზრაში არ არსებობდა ბორბლიანი საშუალებების გადაადგილებისათვის საჭირო გზები, ამ წელს მაზრის უფროსმა პეტრე ფრნაცის-ძე გერარდი დორეცმა დაიწყო ბრწყინვალე შოსეს გაყვანას ოზურგეთიდან ორპირამდე და ოზურგეთიდან წმინდა ნიკოლოზის სიმაგრემდე.

ამ დროისათვის მთელი ოზურგეთის მაზრიდან ღვინო გადის შემდეგი მიმართულებებით: საჭაპანო ცხენებით წმინდა ნიკოლოზის სიმაგრის მიმართულებისაკენ. 3) ფოთი-ტიფლისის რკინიგზის სამტრედიის სადგურისაკენ. გადაზიდვა ხდება ცხენებით.

სოფელ ბახვიდან სამტრედიის სადგურამდე ერთი ცხენით გადაზიდვის ფასია 2 მანეთი და 35 კაპიკი ვერცხლით;

წმინდა ნიკოლოზის სიმაგრემდე ერთი ცხენით გადაზიდვა ღირს 3 მანეთი ვერცხლით.

ახალციხემდე ერთი ცხენით გადაზიდვა ღირს 6 მანეთი და 70 კაპიკი ვერცხლით. საერთოდ რაც უფრო ცუდია გზა მით უფრო ძვირია ცხენით გადაზიდვა.

აგილობრივი ღვინით მოვაჭრეების სახელდობრივი დასახელება ძნელია, რადგანაც ვისაც კი ვენახები აქვს ყველა ღვინით მოვაჭრეა. გურიაში ყველაზე ღარიბ გლეხსაც კი ნახევარი ქცევა ვენახი მაინც აქვს და ყველა მათგანი იჩემებს „ღვინის ვაჭრობას“. საერთოდ ყველაზე დიდი ღვინით მოვაჭრეები გურიაში არიან ქვემოთ ჩამოთვლილი პირები:

თავადები გურიელი; ნაკაშიძე; თავად ერისტოვთა საგვარეულო; აზნაურები თაყაიშვილი, ჯაყელი, მგალობლიშვილი, მღვდელი ქიქოძე და მარი (ინგლისის ქვეშევრდომი).

ღვინით მოვაჭრები ადგილზე ყიდულობენ ღვინოს არაუმეტეს 3500 ვედრისა, ხოლო სხვადასხვა ადგილებში ყიდიან 20 ათას ვედრომდე ღვინოს (ვენახის დაავადებამდე რედესაც ღვინო უხვად იყო, მაშინ ადგილზე იყიდებოდა 10 ათასი ვედრო ღვინო, ხოლო სხვადასხვა ადგილებში გაჰქონდათ 17 ათასი ვედრო ღვინო).

ახლახან ხსენებული პირების გარდა ასე ვთქვათ ღვინის გაყიდვით დაკავებულნი არიან სოფელ ბაღდადის შემდეგი გლეხები: ბორჩხაძე, ჭელიძე, დოლიძეები, მანჯგალაძე და მეგრელიძე. სოფელ ბაილეთსა და ასკანაში ხავთასები. სოფელ ლიხაურში გლეხები: ლომჯარია და ქავჟარაძე. სოფელ შემოქმედში გლეხი სადრაძე.

მოცემულ შემთხვევაში საჭიროდ მივიჩნევ ვთქვა, რომ ფოთი-ტიფლისის რკინიგზის გახსნამ ყველა ღვინის ვაჭარს (იგივე მეღვინე) საშუალება მისცა საკუთარი ღვინო გაესაღებინა სამტრედიის სადგურის გამოყენებით.

ღვინის მართებული კომერცია გურიაში არ არსებობს, რადგანაც არ არსებობს მეწარმე კაპიტალისტი, რომელიც შექმნიდა კომპანიას და დაიწყებდა საფუძვლიან ვაჭრობას, მაგალითად ისევეს, როგორც ეს ხდება კახეთში, ან ევროპული მეღვინეობის ოლქებში. 1873 წლის ოქტომბრის თვეში ერთმა-ერთმა შეძლებულმა გურულმა მიწათმფლობელმა გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ უნდა შეექმნა თავისი ადგილობრივი კომპანია, რომელიც დაკავდებოდა ადგილობრივი ღვინის შესყიდვითა და გასაღებით. ამ დროისათვის ეს იდეა ძალიან ახლოსაა რეალიზაციასთან.

ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშების გარდა აუცილებელია საუკეთესო ვაზის ჯიშებს მივაწეროთ ის ვენახებიც, რომლიდანაც კეთდება საკმაოდ მისაღები ფასის და საუკეთესო ხარისხის ღვინოები: „საკმეველა“, „სატკვირელი“, „სამაჭრე“, „კლარჯული“, „ნაცარი“ (ნაცრისფერია), „სხილათუბანი“, „კამური“, „ოჩხამური“ და „ათინაური“. ამ უკანასკნელმა თავისი სახელი მიიღო სიტყვა ათინადან ანუ ათენიდან, ასაკოვანი თავადი ნაკაშიძე გვარწმუნებს, რომ თითქოსდა ათინაური არის ყურძნის ის ჯიში, რომელიც ჯერ კიდევ 1802 წელს იქნა შემოტანილი ათენიდან. ამ ყურძენის მარცვლები ¼ ვერშოკის სიგრძეა. მარცვლის კანი უთხელესია, ასე ვთქვათ მარცვლის ხორცი კი უაღრესად წვნიანია.

„სამაჭრედ“ წოდებული ჯიშის ყურძნისაგან ძირითადად ყენდება ოჯახური საჭიროებე­ბისათვის განკუთვნილი ღვინო, ამ ჯიშის ყურძენი „იზაბელაზე“ ადრე მწიფდება, სამაჭრეს ღვინის დიდი ხნით შენახვა შეუძლებელია, რადგანც მალევე ძმარდება; მაჭარობისას (ახალი ღვინო) კი იგი ძალიან გემრილი და ყველაზე საუკეთესოა.

ასევე კარგი იქნება აქვე აღვნიშნო, რომ სიმონ ქიქოძემ 1872 წელს ქალაქ ოზურგეთში მოაწყო ვაზის სანაშენე მეურნეობა, რომელიც გაშენებულია ტერასებზე, სანერგეში გაშენებულია იალტაში არსებული ნიკიტსკის ბაღიდან შემოტანილი ვაზის ნერგები, კერძოდ  გაშენებულია შემდეგი ჯიშის ვაზის ნერგები:

დასახელება                     რაოდენობა/ცალი

1) Franc Pineau ……………………… 100

2) Muscat noir …………………………. 50

3) Cot rouge …………………………… 50

4) Pedra ximenes ……………………… 50

5) Piueau blanc ………………………… 50

6) Riesling ……………………………… 50

ყველა ეს ჯიში კარგად შეეგუა აქაურობას და დიდ იმედს იძლევიან, ნიადაგი და კლიმატი კი მათ მიმართ მოწყალეა.

  • VI

ყოველი ქცევა მიწის წლიური საშუალო შემოსავალი გვერდითი სარგებლობის ჩათვლით არის 30 მანეთი ვერცხლით, სხვადასხვა ხარჯების გათვალისწინებით ყოველი ქცევა მიწა იძლევა 21 მანეთი ვერცხლით წლიურ შემოსავალს. დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისათვის ყველნაირი გათვლებით ერთი ქცევა ვენახიდან მეღვინეობის წმინდა შემოსავალი არის ცხრამეტი მანეთი ვერცხლით.

მეღვინეობით დაკავებული მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის და ყოფაცხოვ­რებთან დაკავშირებით შესაძლებელი ითქვას, რომ არამარტო ბახვის მეღვინეობის არამედ მთელი გურიის სერიოზული პრობლემა ის გახლავთ, რომ საუბედუროდ ვაზის ჯიშების ჩანაცვლებამ შეცვალა სამეურნეო მოთხოვნები.

მოსახლეობის უმრავლესობის მოლოდინით 1874 წლის ყურძნის მოსავალი უკეთესი იქნება, ამის იმედს მათ აძლევთ ყოფილი ზამთრის ძლიერი ყინვები, რომელიც მათი აზრით მოსპობდა ყოველივე ავ ჩანასახს, რომელიც ხელს უწყობს ავამყოფობის გავრცელებას. იმასთან დაკვშირებით აქვს თუ არა ბახვის მეღვინეობის რაიონს მომავალი და თუ აქვს რა პირობებია საჭირო ამისათვის, ამას გაცნობებთ ცალკე სტატიაში, ახლი კი ვასრულებ წინამდებარე კორესპონდენციას იმ განცხადებით, რომ ჩემს მიერ ბახვის მეღვინეობასთან დაკავშირებით შედგოვებული მასალები არასრული და ნაკლებად ზუსტია.

პავლე სიმონენკო

სოფელი ბახვი

P.S.პავლე სიმონენკომ სავარაუდოდ 1873-74 წლებში რამდენჯერმე იყო გურიაში   გამოქვეყნებულია სამ ნაწილად გაზეთ კავკაზში (წერილები გამოქვენებულია 1874 წელს გაზეთ – კავკაზში #33;34;44), რის გამოც გაერთიანებული მასალა ზოგ შემთვევაში  ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგალითად მოსავლის რაოდენობა, ღვინის ღირებულება და ა.შ..

აღსანიშნავია, რომ სიმონენკო გურიაში იმყოფებოდა რუსეთი იმპერატორის მიერ დამტკიცებული პროგრამის „მეღვინეობის შესახებ ინფორმაციის შეკრების“ (Програмиа „Для собирания сведений о винделии“) ფარგლებში, რომლის პირველივე ეტაპზევე მოხდა გურიის მეღვინეობის აღწერა. სიმონენკოს მიერ შეგროვებული მასალები გურიის მეღვინეობის შესახებ მისი დაკვირვევების გარდა ეყრდნობა გრიგოლ გურიელმის, გრიგოლ წულუკიძის, ყაისარ ნაკაშიძის, დეკანოზ სიმონ ქიქოძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. სიმონენკოს თქმით ეს პირები ძალიან სანდო და ავტორიტეტულები არიან.

თავადი გრიგოლ გურიელი – გენერალ-მაიორი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ბიბლიოფილი. 1860-იან წლებში მეთაურობდა გურიის მილიციას; 1878-1880 წლებში იყო ახლადშემოერთებული „ბათუმის ოკრუგის“ უფროსი. მის სახლში ოზურგეთში იმართებოდა ლიტერატურული ღონისძიებები, თეატრალური წარმოდგენები. გურიელის ხარჯით მრავალი მოსწავლე იღებდა განათლებას სამაზრო და სასულიერო სასწავლებლებში, დიდი ამაგი დასდო ოზურგეთში სასულიერო სასწავლებლის დაარსებას.

დეკანოზი სიმონ ქიქოძე – გამოჩენილი ქართველი მოღვაწის, წმიდა გაბრიელი ეპისკოპოსის, ძმა, ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის საღმრთო სჯულის ცნობილი პედაგოგი, ექვთიმე თაყაიშვილის მასწავლებელი, ექვთიმეს თქმით სიმონ ქიქოძემ მასზე წარუშლელი შტაბეჭდილება დატოვა.

თავადი ყაისარ ნაკაშიძე – ოზურგეთის სამაზრო სასწავლებლის გამგე, ექვთიმე თაყაიშვილის მასწავლებელი. ექვთიმეს შეფასებით, ,,ნაკლებდ განათლებული კაცი, მაგრამ ადამიანად არაუშავდა რა’’.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

 

 

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share