1841 წელი ,,ჯანყი გურიაში,, – ბრძოლა შეკვეთილისათვის

1841 წლის 9 აგვისტოს გოგორეთში გამართულ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, აჯანყებული გურულებისერთი ნაწილი შეკვეთილი და გრიგოლეთის მიმართულებით დაიძრა. იმავე 9 აგვისტოს აჯანყებულთა სხვა ძალებმა თავს დასხნენ და აიღეს მდინარე ჩოლოქზე არსებული რუსული საგუშაგო და საბაჟო. მეორე დღეს 10 აგვისტოს აჯანყებულემა შკვეთილში არსებული რუსული საზღვაო ფორტი წმინდა ნიკოლოზის სიმაგრე აიღეს, ფორტთან ერთად აჯანყებუ­ლების ხელში ჩაუვარდათ იარაღის და სურსათის საწყობები. იმავე 10 აგვისტოს აჯანყებულების ნაწილმა გრიგოლეთის საგუშაგოდან რუსი ჯარისკაცები გაყარა და საგუშაგო დაიკავა. 18 აგვისტოს გურიაში დავით დადიანის მეთაურობით სამეგრელოს 1000 კაციანი მილიცია შევიდა და მალთაყვა და გრიგოლეთი დაიკავა, 20 აგვისტოს დადიანის მილიციას აჯანყებულმა გურულებმა შეუტიეს, გრიგოლეთში სამდღიანი ბრძოლა 23 აგვისტოს გურულების გამარჯვებით დამთავრდა, სამეგრელოს მილიციის ნაწილმა იარაღი დაყარა და გურულებს ჩაბარდა, ნაწილმა კი ფოთისაკენ დაიხია, როგორც რუსები აღნიშნავდნენ დადიანის გურიაში შესვლის შედეგად აჯანყებულთა 4000 კაციანმა დაჯგუფებამ ვეღარ შეძლო ფოთისა და რედუტ-კალეს (ყულევის) მიმართულებით შეტევის განხორციელება. 2 სექტემბერს რუსებმა გენერალი იოსებ ანრეპის სარდლობით სცადა ზღვიდან წმინდა ნიკოლოზის ფორტის აღება, ეს შეტევა აჯანყებულებმა მოიგერიეს. მეორე დღეს 3 სექტემბერს რუსებმა ხმელეთიდან შეუტიეს ფორტს, აჯანყებულებმა ფორტის საწყობები გადაწვეს და სიმაგრე დატოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ფორტის რუსებმა დაიკავეს მათ ვერ შეძლეს მისი შენარჩუნება და მორე დღეს ფოთისკენ დაიხიეს, ფორტი კი ისევ აჯანყებულებმა დაიკავეს. 13 სექტემბერს წმინდა ნიკოლოზის ფორტზე შეტევა ისევ დაიწყო, ფორტს ზღვიდან შუეტიეს რუსებმა, ხოლო ხმელეთიდან სამეგრელოს მილიციამ, რომელებმაც ერთობლივი ძალებით დაიკავეს ფორტი 14 სექტემბერს. რუსულ სამხედრო შენაერთებთან ერთად გურულ აჯანყებულებს ებრძოდა სამგრელოს, იმერეთი და გურიის მილიცია. ამ მოვლენების შესახებ კავკასიის კორპუსის გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი პავლე კოცებუ წერდა: „ხელისუფლებისთვის ესოდენ განსაკუთ­რებული ძნელბედობის ჟამს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია აღიარება იმისა, თუ როგორი ერთგულებითა და თავგამოდებით იბრძვიან მეგრელი მოლაშქრენი თვისტომთა წინააღმდეგ. მათი თავდადებული მოქმედება აშკარად ვლინდება მეამბოხე გურულებთან შეუპოვარ ბრძოლაში, სადაც მათთვის უმთავრესია არა ნათესაური გვარ-ტომობით კავშირ-ურთიერთობანი, არამედ უმაღლესი ერთგულების გამოვლინება ხელმწიფე იმპერატორისა და მამულის წინაშე“. წმინდა ნიკოლოზის ფორტის რუსების მიერ აღება ბოლო და უმნიშნელოვანესი დარტყმა იყო გურიის აჯანყებისათვის, ამის შემდეგ რუსებმა რამდენიმე დღეში სრული კონტროლი აღადგინეს გურიაზე.

ფრანგულ ჟურნალ L’Illruction-ის 1853 წლის 17 დეკემბრის ნომერში (#564) გამოქვეყნებული ჟიულ გოდროს (1816-1898) ილუსტრაცია, „შეკვეთილის ფორტი“ (Shekvetili fortress, Georgia, illustration by J Gaildrau from L’Illustration, Journal Universel, No 564, December 17, 1853)

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share