ასე გამოეხმაურა 20 ივნისის ღამე დაზარალებული მაკო გომური გადაცემაში “კომენტარი” ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას. მაკო გომურმა განაცხადა, რომ თვალის პროთეზი გაუტყდა და პრობლემის მოგვარება ითხოვა. ამ თემის კომენტირებისას ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ “დახამრების პროგრამა გაგრძელდება”.
“დღეს მაია ცქიტიშვილის განცხადება რომ წავიკითხე, ძალიან გავბრაზდი. ეს არ არის დახმარების პროგრამა. დახმარების პროგრამა მესმის, როდესაც სახელმწიფოს კეთილი ნებაა, ეს გააკეთო. ეს იყო სახელმწიფოზე დაკისრებული პასუხისმგებლობისა და მოვალეობის მოხდა. დახმარება ეს არის სხვა რამე, მოვალეობა, ეს არის სხვა რამე.”