საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ფაქტობრივად უკვე დასანქცირებულია.
მისივე მტკიცებით, „სადაც ქვეყანას პოზიციების დაცვა ჭირდება, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება“.
”მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე ფაქტობრივი სანქცია უკვე დიდი ხანია მოქმედებს. რეალურად 2008 წელს დაიწყო მისი ანგარიშის ძარცვა, თუმცა რაც იყო დარჩენილი, ის თანხები ერიცხებოდა და ომის დაწყებისთანავე ამ თანხების გადმორიცხვაც შეუჩერდა. მისი პოზიცია არის ცხადი, სადაც ქვეყანას პოზიციების დაცვა ჭირდება, იქ შანტაჟს ვერ დაექვემდებარება შანტაჟის მიხედვით ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.