„40 წამში გაყიდული საქართველო“ – თაკო ჩარკვიანი

40 წამში გაყიდული საქართველო, – ასე აფასებს “კანონი და სამართლის” ლიდერი კომიტეტზე რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებას. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმით უნდა შეიცვალოს და დროა, ყველამ ტექნიკური მთავორბის შექმნაზე იფიქროს.

 

40 წამში გაყიდული საქართველო, დრო შეამცირეს უკვე ქვეყნის გაყიდვის. ველოდებოდით, მთლად ასე 40 წამს არ ველოდებოდით, მაგრამ ისეაც გვითიშავენ სულ მიკროფონს და დილიდან მივხვდით, რა დღეშიც იყვნენ. უბრალოდ გაოცებული ვარ, იმ 83 ადამიანს რად უღირს, რა არის ის, რამაც შეიძლება ეს ჩაგადენინოს, ასე დაგაკარგვინოს თავმოყვარეობა.მათ იციან ალბათ. არ დავთმობთ, გამორიცხულია. გაუსაძლისი გახდება ამათი ყოფა. ერთადერთი, იგივე საარჩევნო კანონია, არაფერი არ იცვლება ამიტომ, მე ვფქირობ, რომ იგივეს გააკეთებენ არჩევნების დროს. მე ვთვლი, რომ ახლა უკვე არჩევნებამდე უნდა მოვერიოთ ამათ, ალბათ ტექნიკურ მთავრობაზეც უკვე უნდა ვიფიქროთ ყველამ, – ამბობს ჩარკვიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share