კომიტეტმა რუსულ კანონს III მოსმენით მხარი დაუჭირა – სხდომა 1 წუთს გაგრძელდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა. ამ 1 წუთში შედის კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მისასალმებელი სიტყვაც.

 

სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს.

 

სხდომაზე მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები იყვნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე შესვლა ვერ მოასწრეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share