12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს შესახებ წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს:
“ძალიან ვწუხვართ, რადგან საქართველოს მთავრობა როგორც ჩანს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს” ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.