„ერთი კითხვა მინდა ჩვენს ძვირფას პარლამენტარებს დავუსვა: ამ 200 ათას კაცს დაავიწყებთ ამ ყველაფერს?“ – თამრიკო ჭოხონელიძე

„ერთი კითხვა მინდა ჩვენს ძვირფას პარლამენტარებს დავუსვა: კი გვითხრეს, რომ 20 ათასი კაცი იყოო, სასაცილოა, ასე აღრიცხვა, მაგრამ რას აპირებთ? ამ 200 ათას კაცს დაავიწყებთ ამ ყველაფერს?“, – ამის შესახებ პარლამენტთან აქციაზე მყოფმა მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ განუცხადა „ტვ პირველს“.

როგორც თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა სასიკეთოდ.

„როგორ დავიჯერო ის, რომ ჩვენ ასე გავიწირებით, გამორიცხულია.

ერთი კითხვა მინდა, ჩვენს ძვირფას პარლამენტარებს დავუსვა: კი გვითხრეს, რომ 20 ათასი კაცი იყოო, სასაცილოა, ასე აღრიცხვა, მაგრამ რას აპირებთ? ამ 200 ათას კაცს დაავიწყებთ ამ ყველაფერს? ესენი ხომ ძალიან ახალგაზრდები არიან, ამათ ხომ არასდროს დაავიწყდებათ?

თუ ასე დამთავრდა, რომ საქართველო დაღუპვის პირას მივიდა, თუ დავიღუპებით, მათი სახელები ვერ მოიხსენიება ისე, როგორც საქართველოს გულშემატკივრები,“ – ამბობს ჭოხონელიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share