“გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი იყო მნიშვნელოვნად შემცირებული, ვფიქრობ, ამაში თავისი როლი ჩვენმა გუშინდელმა გაფრთხილებებმა შეასრულა”, – ამის შესახებ პრემიერი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე ამბობს.
”კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ დღეს, მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი იყო მნიშვნელოვნად შემცირებული იმ ძალადობასთან შედარებით, რომელიც მათი მხრიდან 2 და 4 კვირის წინ ვიხილეთ. ვფიქრობ ამაში თავისი როლი გუშინდელმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა. შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ძალადობისგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავი შეიკავონ. მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცველებს მომიტინგეების ძალადობისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ არსებითად ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირება” – ამბობს კობახიძე.