„მწვანე პასპორტები“ დახვეწილად აქამდეც რომ მიგვეღო, არც ეს ჩაკეტვა/გახსნები იქნებოდა და არც ამდენი ფატალური შემთხვევა. მე პირადად თანახმა ვარ, რომ იყოს „მწვანე სივრცეები“, „მწვანე პასპორტები“, მაგრამ დასახვეწია ფორმა, რადგან ახლა სრული ქაოსი მივიღეთ.
არსებული ფორმით „მწვანე პასპორტების“ შემოღებით რას გვეუბნებიან? – გასართობ ცენტრში მოსულ სტუმარს უნდა მოვთხოვო პასპორტი. მაგრამ თუ ჩემთან მოსვლამდე სტუმარი ჩაჯდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ან შევა მოლში, სადაც არაა სავალდებულო „მწვანე პასპორტი“ და იქ დაინფიცირდება, ვამბობთ – მერე რაო. ასევე გვეუბნებიან, რომ თანამშრომლებში სავალდებულო არ არის, მაგრამ სტუმარს „მწვანე პასპორტი“ უნდა ჰქონდესო. აქაც ძალიან ვცდებით ლოგიკას.
bpn.ge
„მწვანე სივრცეები“ აქამდეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფუფუნების საგანი არ უნდა იყოს. რესტორანი, გასართობი ცენტრი თუ სხვა ობიექტები, მაინც ფუფუნების საგანია ადამიანებისთვის, ამიტომ თუ გამოვტოვეთ ისეთი ობიექტები, როგორიც არის მოლი და ა.შ., სადაც ყოველდღიურად გვიწევს შესვლა, მაშინ ბალანსი როგორ მოხდება და როგორ გადაეფარება ეს დამცავი ფენა საქართველოს, რათა ამხელა სიკვდილიანობა აღარ გვქონდეს. მსგავსი წერტილებიც უნდა ამოევსოთ, რომ გავრცელება აღარ მომხდარიყო.
ამასთან, როგორც გავარკვიე, QR კოდები რომ შეამოწმოს, კადრი ჩვენ უნდა გამოვყოთ, ჩვენ უნდა მივცეთ ხელფასი, ეს ერთის მხრივ მარტივია, მაგრამ ახალი თანამშრომლის დამატება და ფინანსური ხარჯის გაზრდა, ისევ ჩვენ გვაწვება და იმედი მაქვს, ამაზე რაღაც შეხვედრა იქნება,“- განაცხადა მთიულიშვილმა.