”ბიძინა ივანიშვილის პარტია IQ-ზე როგორ შეიძლება პირს აღებდეს?” – ასე ეხმაურება ნიკა გვარამია სახელისუფლებო გუნდის ახალ მესიჯბოქსს, რომლებიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს IQ-ს უწუნებენ.
გვარამიას თქმით, “არსებობს რაღაცები, რაზეც არ უნდა ისაუბრო”.
”სირცხვილია, ცინიკურია, მინიმუმ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც სიტყვა სუვერენიტეტს გამართულად ვერ გამოთქვამს. მათ დაიწყეს ამ თემაზე საუბარი, ჩვენ არაფრის დატოლებას არ ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად წამგებიან მდგომარეობაში არიან”- აცხადებს გვარამია.
“ახალის” თანათავმჯდომარე პროპაგანდის მცდელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომხელისუფლებამ ახალგაზრდებისგან “საფრთხოებლა” ვერ შექმნა.
ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” ბოლო მომენტუმია.
”ახლა ზუსტად იცის “ქართულმა ოცნებამ”, ან სამუდამოდ რჩება და რუსეთში მიაქვს საქართველო, ან ყველაფრიდან მიდის პოლიტიკურ მოუსავლეთში. თუ ვერ იუგებენ, ყველაფერს აგებენ – სამწუხარიდ მათ ასეთი არჩევანი გააკეთეს, რაც არ არის გამართლებული”- დასძინა მან.