საქართველოს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.
“იქცევიან, როგორც რუსები”- ამბობს ზურაბიშვილი “ტვ პირველთან”. ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას დღესაც შეუერთდა.
”ისინი ფაქტიურად უარს ამბობენ კონსტიტიციაზე, მიდიან იმ გზაზე, რაც ყველასთვის მიუღებელია”- მამბობს ის.
ოთარ ზურაბიშვილი პროვოკაციების მოწყობას არ გამორიცხავს და სტუდენტებს აფრთხილებს.