“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52, 58% აიღო.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- ნონა მამულაშვილი – 3.33%;
- ნიკა მელია – 40%;
- გიორგი მუმლაძე – 3.68%
ხმის მიცემის პროცესი დღეს, 10:00 საათზე დასრულდა.
განცხადება პარტიაში ცოტა ხნის წინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გააკეთა. მისი თქმით, რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 49 638 ადამიანი იყო, მათგან არჩევნებში მონაწილეობა 41 264-მა მიიღო.