დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ გამართულ სატელეფონო საუბროსას, ვლადიმერ პუტინი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა.
როგორც ბორის ჯონსონი ამბობს, პუტინმა მას უთხრა, რომ ამას “მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა”.
“ის ერთ მომენტში დამემუქრა და მითხრა: ბორის, არ მინდა ზიანი მოგაყენო, მაგრამ რაკეტით ამას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდება”, – თქვა ბორის ჯონსონმა.ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჯონსონსა და პუტინს შორის 2022 წლის თებერვალში, რუსეთის თავდასხმამდე შედგა. ჯონსონის თქმით, პუტინი ჯონსონს მას შემდეგ დაემუქრა, რაც ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ ომის დაწყება დასავლეთის სანქციებსა და რუსეთის საზღვარზე NATO-ს ჯარების გაზრდას გამოიწვევს.