“ამაზრზენია…პუტინის ამხანაგი ორბანი და ფიცო ბლოკავენ EU-ს ზომებს ოცნების მიმართ”-როიტენი

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი თიის როიტენი ეხმაურება ბრიუსელში რაფიო თავისუფლების ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უნგრეთი და სლოვაკეთი ქართული ოცნების წინააღმდეგ საერთო განცხადებას ბლოკავენ.

“აბსოლუტურად ამაზრზენია, მაგრამ პროგნოზირებადი: პუტინის ამხანაგი თანამგზავრები, უნგრეთის ორბანი და სლოვაკეთის ფიცო ბლოკავენ ევროკავშირის ზომებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ქართველებს დროის ფუფუნება არ აქვთ. ხვალ რუსულ კანონს ბოლოჯერ უყრიან კენჭს. გაამზადეთ სანქციები ახლავე.” – წერს როიტენი.

აქამდე იოზვიაკი წერდა, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეებში, ჯოზეფ ბორელი ამზადებს განცხადებას იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველოში რუსულ კანონს მესამე მოსმენით მიიღებენ.

“ევროკავშირი საქართველოზე ამზადებს განცხადებას იმ შემთხვევისთვის, თუ უცხოური გავლენის აგენტს საბოლოოდ მხარს დაუჭერენ. სავარაუდოდ, უბრალოდ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობის ხელმძღვანელის განცხადება იქნება, ამჟამად უნგრეთი და სლოვაკეთი თავს იკავებენ.” – წერდა იოზვიაკი.

უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერმინისტრები, ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო საკუთარი პრორუსული კურსით გამოირჩევიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share