ლანჩხუთის ოპოზიციის ლიდერს პატიმრობა ემუქრება

ლანჩუთის საკრებულოს დეპუტატს, საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს. კახა ასკურავას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული კოდექსის 174 და 166 მუხლების დარღვევას ედავება და მის დასჯას ითხოვს.

საქმე ეხება “რუსული კანონის” მიღების  საწინააღმდეგოდ ქვეყნის დედაქალაქ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს, რომელშიც ასკურავა აქტიურ მონაწილეობას ღებულობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 200ო ლარიანი ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა ემუქრება.

შსს მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის, გიორგი სრუკაშვილის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში ვკითხულობთ:

“მიმდინარე წლის 14 მაისს, მოქალაქე კახაბერ ასკურავა იმყოფებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  რა დროსაც ცდილობდა რკინის ჯებირის მორღვევის გზით გადაეკვეტა პოლიციის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორია. იგინებოდა უმისამართოდ და ჯებირის მიღმა მყოფ პოლიციელებს აყემენდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ჟესტიკულციით გამოხატავდა მატ მიმართ უპატივცემულობას”

თუ ოქმს დავუჯერებთ კახა ასკურავამ უარი განაცხადა სასამართლოში გამოცხადებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლო ასკურავას საქმეს დღეს განიხილავს.


გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share