ნიდერლანდების მთავრობის მინისტრმა 21 მაისს განაცხადა, რომ ნიდერლანდები აღარ მისცემს უფლებას თავის მოქალაქეებს, ბავშვები უცხო ქვეყნებიდან იშვილონ.
იურიდიული დაცვის მინისტრმა, ფრანკ ვეერვინდმა თქვა, რომ ქვეყნებს შორის საჭირო პროცედურები უკვე დაიწყო და ისინი ამ დროისთვის გრძელდება.
გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ნიდერლანდელმა მშობლებმა დაახლოებით 40 000 ბავშვი იშვილეს 80 ქვეყნიდან. ეს პრაქტიკა ბოლო წლებში შემცირდა: 2019 წელს მხოლოდ 145 ბავშვი იყო ნაშვილები, ეს რიცხვი 70-მდე დაეცა 2020 წელს, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, ნიდერლანდების ახალგაზრდობის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის ყველაზე ბოლოდროინდელი მონაცემების მიხედვით.
2021 წლის თებერვალსა და 2022 წლის ნოემბერს შორის, ნიდერლანდების მთავრობამ თითქმის ორწლიანი მორატორიუმი დააწესა უცხო ქვენებში ბავშვის აყვანაზე.
ნიდერლანდების შვილად აყვანის პოლიტიკა ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ზრდასრულობისას, ადრე ნაშვილებმა პირებმა თავიანთი ფესვების ძებნა დაიწყეს და ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მათი დაბადების დოკუმენტები ან გაყალბებული ან დაკარგული იყო, ან მათი შვილად აყვანა უკანონო იყო.