ტრადიციული გურული კბილის საწმენდი „ფხვნილი“

ტრადიციული გურული კბილის საწმენდი „ფხვნილი“
.
გიორგი ლომთათიძის მიერ გურიაში (ჩოხატაურში) ჩაწერილია პირის ღრუსა და კბილების მოვლის ტრადიცია, ასევე კბილის საწმენდი საშუალება და მისი მომზადების წესი (ქართული ხალხური პროფილაქტიკა, ჰიგიენა და სანიტარია, მასალები. ლომთათიძე 1939 წელი).
.
„პირადი ჰიგიენის ტრადიციების საილუსტრაციოდ გურიაში დადასტურებული პირის ლრუსა და კბილების მოვლის ტრადიციებიც იკმარებდა. გურიაში ჭამის შემდეგ პირს წყლით, მარილწყლით ან ღვინით გამოივლებდნენ. ამზადებდნენ სპეციალურ კბილის გასახეხ ფხვნილსაც: გაცეხვილი ღომის მარცვლებს დაწვავდნენ, დაფხვნიდნენ და შიგ დამწვარ შაბს გაურევდნენ. კბილის „საჩიჩქნად” კი ბატის წვერწამახვილებულ გამოხარშულ ფრთას ხმარობდნენ.“
.
– ქართველი ხალხის ტრადიციული სამედიცინო კულტურა – ნინო მინდაძე (2013)
– გურული – ილუსტრაცია 1878 წლის გერმანული იულუსტრირებული ჟურნალიდან (Über Land und Meer : deutsche illustrierte Zeitung. 1878 #6; Stuttgart : Dt. Verl.-Anst., 1878)
ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share