მოქალაქე, რომელსაც წილოსანი “ადევნებაში” ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს

მოქალაქე დავით კუპრავა, რომელსაც ნინო წილოსანი “ადევნებაში” ადანაშაულებს, გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც კუპრავა Facebook-ზე წერს, მან გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.

“დამიბარეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე ნინო წილოსანის ადევნების ფაქტზე. ვნახოთ, რა იქნება. არა რუსულ რეჟიმს!

update: უარი განვაცხადე გამოძიებაში ჩვენების მიცემაზე და მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა! სიმართლე და მტკიცებულებები ჩემს მხარეს არის. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს რეჟიმია, რომელსაც საკუთარუ მოქალაქეების პროტესტის ეშინია”- წერს კუპრავა.

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ნინო წილოსანი მოქალაქეს “ადევნებაში” ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ნინო წილოსანმა შსს-ს მიმართა.

საუბარია შემთხვევაზე, როდესაც ნინო წილოსანი ინტერვიუს აძლევდა, მოქალაქე დავით კუპრავამ ამ დროს ავტომობილით ჩაიარა, დაუსიგნალა და “მოღალატე” უწოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share