“დამიბარეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე ნინო წილოსანის ადევნების ფაქტზე. ვნახოთ, რა იქნება. არა რუსულ რეჟიმს!
update: უარი განვაცხადე გამოძიებაში ჩვენების მიცემაზე და მოვითხოვე მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა! სიმართლე და მტკიცებულებები ჩემს მხარეს არის. ამიტომ, თუ ვინმეს უნდა ეშინოდეს, ეს რეჟიმია, რომელსაც საკუთარუ მოქალაქეების პროტესტის ეშინია”- წერს კუპრავა.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ნინო წილოსანი მოქალაქეს “ადევნებაში” ადანაშაულებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ნინო წილოსანმა შსს-ს მიმართა.
საუბარია შემთხვევაზე, როდესაც ნინო წილოსანი ინტერვიუს აძლევდა, მოქალაქე დავით კუპრავამ ამ დროს ავტომობილით ჩაიარა, დაუსიგნალა და “მოღალატე” უწოდა.