ბლექ სი არენაზე დაგეგმილი კონცერტი გაუქმებულია. MASSIVE ATTACK-ი საქართველოში აღარ ჩამოდის. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ისევ და ისევ პროპაგანდისტული განცხადებებით ცდილობს შოუს ჩაშლის მიზეზების განმარტებას, ცალსახაა, რომ ცნობილი ბრიტანული ჯგუფი საქართველოში ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად აღარ იმღერებს. ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და მასშტაბური პროტესტის პარალელურად, ჯგუფმა X-ის ოფიციალურ გვერდზე მხარდამჭერი ფოტო გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობაზე საჯარო უარი განაცხადა.
ავტორი: ნინო ჟიჟილაშვილი